ეყოლებათ თუ არა “ლელო-ძლიერ საქართველოს” და გახარიას გუნდს თვითმმართველობის არჩევნებზე საერთო კანდიდატები? – “გახარია-საქართველოსთვის” პარტიის წევრი, ლევან გოგიჩაიშილი “პირველებთან” ამბობს, რომ მისი აზრით, მნიშვნელოვანი იქნება ეს ორი პარტია არჩევნებზე საერთო კანიდატებით გავლენ.
რაც შეეხება ზოგადად არჩევნებში მონაწილეობას, გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ სწორედ არჩევნები იძლეობდა ოპოზიციის ერთიანობის მექანიზმს, რასაც “ნეიტრალური კანდიდატები და საერთო ბრძოლაში გასვლა ერქვა”
”მე არ ვფიქრობ, რომ იყოს რამე ისეთი საინტერესო გზა, რომელიც უზრუნველყოფდა ერთობას, იმიტომ, რომ არჩევნები იძლეოდა ზუსტად იმ მექანიზმს ერთიანობის, რასაც ერქვა ნეიტრალური კანდიდატები და საერთო ბრძოლაში გასვლა. ეს იყო მნიშვნელოვანი და დანარჩენი ახლა, ეს ადამიანები რატომ არ გადიან არჩევნებში, ჩემამდე უბრალოდ არ დადის. დანარჩენი არის ილუზიის შექმნა, რომ თითქოს ამ არჩევნებში არგასვლით კიდევ უფრო დამძიმდებოდა რაღაცა პროცესი. ეს ერთმანეთს საერთოდ არ გამორიცხავს. მე პირადად ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი იქნება საერთო კანდიდატები და ამ კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ საერთო დიაპაზონი იმის, რომ ამომრჩევლებმა მხარი დაუჭიროს”, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.