ოზურგეთის მერიის საფინანსო სამსახურის ორი და პრესსამსახურის ერთი თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა.
ინფიცირებულია მერიის იურიდიული განყოფილების თანამშრომლის ოჯახის წევრიც.
ეს ინფორმაცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ირაკლი სირაძემ დაგვიდასტურა.
„ სამი თანამშრომელი გვყავს ინფიცირებული, საფინანსო სამსახურის ორი და პრესსამსახურის ერთი თანამშრომელი, ასევე ინფიცირებულია იურიდიული განყოფილების თანამშრომლის ოჯახის წევრიც. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე ნორმალურია და რაიმე გართულება არცერთ მათგანს არ აქვს. მერია კი წესების დაცვით აგრძელებს მუშაობას, უმეტესობა თანამშრომლების თვითიზოლაციაშია, ვინც აუცილებელია რომ იყოს ადგილზე, არიან და აგრძელებენ მუშაობას ყველა წესის და რეკომენდაციის დაცვით.“- გვითხრა სირაძემ
შეგახსენებთ, გურიის რეგიონში დღეს კორონავირუსის 67 შემთხვევა დადასტურდა.