გაზეთი „ზემლედელჩესკაია გაზეტაში“ გამოქვეყნებულია ოზურგეთში (ზვანში) არსებული სანერგე მეურნეობის და იქვე არსებული ჩაის ფაბრიკის შესახებ ინფორმაცია. რომლის მიხედვითაც მეურნეობაში მოყავდათ ჩაის სათესლე მასალა, რომელსაც ურიგებდნენ გლეხებებს, სტატიის მიხედვით 1913-1914 წლებში გურიის 51 სოფლის 244 მეურნეობაზე გაიცა მეურნეობაში გამოყვანილი 265 ფუთი ჩაის თესლი. მეურნეობაში მოყავდათ „კანგარას“ და „იან-ლაუ-დუნ“-ის თესლი და გაშენებული იყო ჩაის საცდელი პლანტაცია, ასევე მეურნეობაში იყო ჩაის ფაბრიკა.
.
ფოტოები და მასალა ოზურგეთის ჩაის სანერგე მეურნეობა და ჩაის ფაბრიკაში მუშაობის პროცესი – გაზეთი „ზემლედელჩესკაია გაზეტა“ (Земледельческая газета) 1915 წლის 28 ნოემბერი




მოამზადა კახა ჩავლეშვილმა