1994-95 წლებში ოზურგეთის მუზეუმის დირექტორ ენვერი გოგუაძესთან ერთად შეკვეთილში, მდინარე სეფასთან ახლოს დავათვალიერე ზღვიდან დაახლოვებით ნახევარ კილომეტში დიუნების (ქვიშის ბორცვების) ჩამონაშალი, ჩამოშლის შედეგად ბორცვების აღმოსავლეთი მხარე 7-8 მეტრის სიმაღლეზე კედელივით იყო გაშიშვლებული. ბორცვის ზედაპირიდან 3-4 მეტრის ქვემოთ კედელს დაახლოებით 300 მეტრის მანძილზე ზოლად გასდევდა 1-1.5 მეტრი სიფართის დამწვარი აგურისა და კრამიტის ნამსხვევრევების ზოლი, სანახაობა მართლაც შთამბეჭდავი იყო. ეს შრე რეალურად წარმოადგენდა ხანძრის შედეგად დანგრეული საკმაოდ დიდ დასახლების ნაშთებს, რომელიც ამავე ადგილზე რამდენიმე ათსწლეულის წინ უნდა ყოფილიყო.
.
რაიმდენიმე დღის წინ ვიპოვნე გრიგოლ გურიელის მიერ შედგენილი პროტოკოლის დანართი გურიის და ბათუმის ოლქის სიძველეებთან დაკავშირებით, რომელიც სხვა მასალასთან ერთად შეიცავს ზემოხსენებულის შესახებ ინფორმაციას, როგორც ირკვევა 1886 წელს სეფის პირიდან მიწაყრილი 7 ვერსტზე გასდევდა ზღვის სანაპიროს, ანუ უძველეს დასახლებას მდინარე სეფის ზღვასთან შესართავიდან მდინარე ნატანების შესართავამდე ტერიტორია ეკავა და შეკვეთილში არსებული დასახლება უძველესი დროის ძალიან დიდ ქალაქს წარმოადგენდა.
.
„ზღვასთან ახლოს მდინარე სეფის მიმდებარედ, სადაც გლეხმა გაგუამ ტყისაგან ნაკვეთი გაწმინდა და დასახლდა, არის ქვისგან აგებული კოშკის ნანგრევები და ხელოვნური მიწაყრილი, რომლის სიგრძეა 7 ვერსტი, ზღვის მხრიდან სადაც გლეხებს სახნავი მიწები აქვთ ნაპოვნია ძალიან დიდი რაოდენობის სხვადასხვა ფორმის რომაული ბრინჯაოს იარაღები – სხვადასახვა სახის ნაჯახები, ნაპოვნი ნივთებიდან შემორჩენილია მხოლოდ სამი ნაჯახი, დანარჩენი გლეხებმა ფარულად გაყიდეს. ეს სამი ნაჯახი მე პირადად გადავეცი ბანტონ მურიეს, რომელიც 1886 წელს თავად ატარებდა გათხრებს ამ ადგილზე, მაგრამ მან იპოვა თუ არა არაიმე ჩემთვის უცნობია.“ (გ. გურიელი)
.
Приложеніе 3-е к протоколу №363 – Записка о древнихъ развалинахъ Гуріи (Озургетскій уѣзд) и Турецкой Грузіи (Бившая Батумская область); Г. Д. Гуріели (გამოქვეყნებულია – Труды Императорскаго Москоскаго Археологическаго Общества. Т. 13 1894 г.)
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა