“ცხემლაიში” – დიდი გურული სატევარი

ილია ჭყონიას “სიტყვის კონაში” (1910) “ცხემლაიში” განმარტებულია შემდეგი სახით – გურული დიდი სატევარი.
.
ფოტოზე არის გურიაში მე-18-19 საუკუნეში დამზადებული დიდი ზომის ხანჯალი ( “Российский этнографический музей”), რომლის საერთო სირგძე გახლავთ 1376 მილიმეტრი, ხანჯლის პირის სიგრძე არის 1150 მილიმეტრი, სიფართე 90 მილიმეტრი, რაც ხანჯლისათვის მართლაც შთამბეჭდავი ზომაა.
.
როგორც ამბობენ ასეთ ხანჯალს საბრძოლოს გარდა სარიტუალო დანიშნულება ჰქონდა. გაზეთ “Тифлисский Вестник“-ში (1875 წელი) აღწერილია სატაძრო დრესასწაული სოფელ ბახვში, სადაც ხანჯლებით სარიტუალო ცეკვა სრულდებოდა:
.
“ჩვეულებრივ შუა ადგილზე გაშიშვლებული ხანჯლებით გამოდის ორი გურული, რომლებიც სწრაფი ბრუნვებით იწყებენ ცეკვას მათ გარშემო შემოკრებილი ხალხის სიმღერის თანხლებით, მოცეკვავეები მოძრაობენ წრეზე და ხანჯლის სწრაფი ტრიალით აკეთებენ სხვადასხვა ილეთებს, მათი წრეზე ცეკვის დროს გარშემო მყოფნი ნელნელა უკან იწევენ და ხალხის შუაში იქმნება დიდი თავისუფალი მოედანი, რომელშიც შესვლას ვერავინ ბედავს.
.
ცოტა ხანში სიმღერას აყვება ნაციონალური მუსიკაც, რომელსაც ასრულებენ პატარა დოლებისა და ტაშისკვრის ტაქტზე, რის შემდეგაც თითოეულ მოცეკვავეს დამატებით აწვდიან კიდევ ორ ხანჯალს.
.
მოცეკვავეთან ერთი იწყებს ხანჯლების ალესილი პირის სწრაფ და მკვეთრ მიახლოებას მისივე გვერდებზე, მხრებზე, იღლიებში, ზურგს უკან კისერზე, შემდეგ კი სამივე ხანჯალს წვერით კბილებში იკავებს და თანაც ამ ყველაფერს ცეკვის დროს აკეთებს. ამასობაში მისი ვიზავი ცეკვითა და ხანჯლის ქნევით გარს უვლის მოცეკვავეს, თითქოს მისი მოძმის მოხერხებულობის შესწავლა უნდა, რა დროსაც ხან მის წინ ჩერდება, ხანაც ისევ გარშემო უვლის. მთელი ამ დროის განმავლობაში ორივე მათგანი თან ცეკვავს და თან ხანჯლებით საზარელ ფიგურებს ხაზავს.
.
უცებ თითქოსდა რაღაც შეურაცყოფა მიაყენესო ერთი მოცეკვავეთაგანი თავს ესხმის ვიზავის და ძალიან სწრაფი მოძრაობებით უქნევს ხანჯლებს თავისა და მთელი სხეულის გარშემო. შემდეგ ერთერთი მათგანი ჩერდება, წინ გასწევს ორივე ხელში დაკავებულ ხანჯლებს, რომლებზეც ხტუნვას იწყებს მეორე მოცეკვავე ისე, რომ თავისი ხანჯლებით განუწყვეტლივ აკეთებს სხვადასხვა მოძრაობებს.”
.
ასევე გურიაში ხანჯლის “საკრალურ” დანიშნულებაზე წერს ტარასი მამალაძე თავის ეთნოგრაფიული ჩანაწერებში (გამოქვეყნებულია 1893 წელს), რომლის მიხედვითაც, გურულების რწმენით ქაჯი გახლდათ ძალიან ლამაზი მდედრობითი სქესის არსება და დაახლოებით ქალის მსაგავსი არსება – „ავი სული“, რომლის ავსულობა ძირითადად იმაში გამოიხატებოდა, რომ ყველანაირად ცდილობდა გურული კაცების შეცდენას და მათი ოჯახების დანგრევას.
.
ქაჯები ძალიან ლამაზები, მოქნილები და სხარტები ყოფილან, ჰქონდათ მკვეთრი და შესანიშნავი მიხვრა-მოხვრა, რაც მთავარია ძალიან ხმამაღლა შეეძლოთ კივილი ისე, რომ კაცი საერთოდ დაეყრუვებინა ან მისთვის თავიც კი გაეხეთქა. მამალაძის ჩანაწერების მიხედვით ასეთი მონაცმებისა და შესაძლებლობების ქალებს გურიაში ხშირად ქაჯებსაც ეძახოდნენ. მოკლედ, რომ ვთავათ ქაჯების ძრითადი საქმიანობა გურული მამაკაცების შეცდენა ყოფილა.
.
გურულები თვლიდნენ, რომ ქაჯებთან ბრძოლა შესაძლებელი იყო მხოლოდ ხანჯლით, რადგანაც ხანჯალს ორლესული პირი ჰქონდა, ხოლო ისეთი ცივი იარაღით რომელსაც ორლესული პირი არ ქონდა ქაჯებთან ბრძოლა არ იყო მთლად მიზანშეწონილი. მაგალითად ხმალი ქაჯებთან ბრძოლისას არ გამოდგებოდა, რადგანაც როგორც კი გურული ქაჯს მოუქნევდა იგი სხრატად მოქნეულ ხმალს ყუის (აულესავი) მხარიდან შემოახტებოდა და ქაჯთან მეომარ გურულს თავს წააცლიდა. ასე, რომ თუ კი გურულ მამაკაცებს დავუჯერებთ ისნი ხანჯალს ცოლის ინტერესების დასაცავადაც ატარებდნენ.
No photo description available.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share