გურულები განსაკუთრებულად სალმიანები (ალერსიანები) და ამაყები არიან. გახლავან რა გონებადამჯდარნი (წინდახედულნი) და ეშმაკები, ისინი მიცემული სიტყვის ერთგულები არიან. სადაც საქმე ხალხურ სიამაყეს, ოჯახს ან პიროვნებას ეხება, იქ გურული უკიდურესად ფეთქებადი და გაღიზიანებადია. საქციელი ან სიტყვა, რომელზედაც სხვა ყურადღებას არ მიაქცევდა, გურულში ხშირად უკმაყოფილებას იწვევს და არცთუ იშვიათად სისხლიანი ანგარიშსწორებით თავდება.
გურული ფანატიზმამდე ღვთისმოსავია, ყველაზე უფრო მკაცრი სახით აღასრულებს მარხვებს, მაგრამ ამასთან ერთად ისეთ წესებსაც (обряды) უშვებს, რომლებიც ქრისტიანისთვის უცნაური გეჩვენებათ. თვლის რა უპატიებელ ცოდვად ოთხშაბათს ან პარასკევს მარხვის დარღვევას, იგი მზად არის იმავე ოთხშაბათს ან პარასკევს სხვების ან თვით თავისი საკუთარი შვილებიც კი თურქებს მიჰყიდოს ან ადამიანი მოკლას. ლოცულობს რა გულმოდგინედ ეკლესიაში იგი ამხანაგებს ყაჩაღობაზე ან ძარცვაზე უთანხმდება. აი, გულუბრყვილობისა და ხასიათში არსებული წინააღმდეგობის ერთ-ერთი მაგალითიც.
ერთხელ გაბრაზებულმა მოხუცმა თავისი რძალი მოკლა და იხეტიალა რა საკმაოდ დიდხანს ტყეში, გალეული და გაწამებული მართლმსაჯულებას ჩაბარდა და, წეს-ჩვეულების მიხედვით, კისერზე თოკი ჩამოიკიდა. დაუძლურებულ მოხუცს დაკავების შემდეგ საჭმლით თავისი ძალების მომაგრება შესთავაზეს და ხორცი მიაწოდეს. – როგორ შეიძლება, პასუხობდა გურული, ახლა მე სახლში მიცვალებული მისვენია, და სახსნილო ვჭამო.
აკადემიკოს დუბროვინის წიგნიდან «Исторiя войны и владычества русскихъ на Кавказе», 1871