გიზო გუჯაბიძე – სსრკ-ს ჩემპიონი 1981-82 წლებში

გიზო გუჯაბიძე  დაიბადა 1957 წელს 28 სექტემბერს ოზურგეთში.
ფეხბურთის თამაში  1968 წელს მწვრთნელ საშა ზაქარიაძესთან დაიწყო.
1974 წლიდან “მერცხალში” გადავიდა, სადაც მწვრთნელი მიხეილ გორდელაძე იყო.
1974 წელს შედგა დებიუტი სოხუმის”დინამოსთან”.
პირველი გოლი “მერცხალის” შემადგენლობაში გაიტანა 1975 წელს აშხაბადში.
საქართველოს ჩემპიონი გახდა 1982 წელს.
საქართველოს თასის მფლობელი კი 1982 წელს.
სოფლის სპოტსმენთა შორის სსრკ-ს ჩემპიონი იყო ორჯერ 1981-82 წლებში.
გიზო გუჯაბიძეს ჰყავს მეუღლე მზია შევარდნაძე, ორი შვილი და ორი შვილიშვილი.
ის იყო ერთ-ერთი გამორჩეული თავდასხმელი ოზურგეთის ”მერცხალის” შემადგენლობაში.
დღეს  გიზო გუჯაბიძე პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა ოზურგეთის N 3 საჯარო სკოლაში.
”გული მწყდება რომ დღეს “მერცხალი” ასეთ მდგომარეობაშია” –  გვეუბნება ბატონი გიზო.
”ჩვენს დროს სულ ჩემპიონობისთვის ვიბრძოდით, ”მერცხალი” დიდი გუნდი იყო ძლიერი ფეხბურთელებით.”
სიცოცხლეში გვიყვარდეს სიცოცხლეში დავაფასოთ ჩვენი ლეგენდა ფეხბურთელი.
ხარიტონ ჩხატარაშვილი
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share