თამარ პაპავა გურიის უკანსკნელ დედოფალზე

„სწორედ 1832 წლის მიჯნაზე რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს, განა გურიის დედოფალი სოფიო არ იყო, რომ გარდახვეწილობიდან კვლავ დაბრუნდა, ქობულეთში შემოიჭრა და რუსთ საქმე ისე გაურთულა, რომ კინაღამ მთელი დასავლეთი საქართველო არ დააკარგვინა?..“
.
ეს ასული იყო ყოველის მხრივ შესანიშნავი: ნიჭიერი, უტეხი და უსწორო მებრძოლი დიდი იმპერიის წინააღმდეგ; მისი სიცოცხლის მიზანი იყო, რომ როგორმე გადაერჩინა ავტონომიური მმართველობა თავის პატარა სამთავრო გურიაში. ამისათვის ის დიდ პოლიტიკურ დივერსიებსაც არ მორიდებია და აშკარა კავშირში იმყოფებოდა რუსეთის ყველა მტერ-მოწინააღმდეგეებთან (ახალციხის ფაშასთან, ქობულეთის ბეგებთან, ალექსანდრე და ვახტანგ ბატონიშვილებთან, ქაიხოსრო გურიელთან და სხვ.) და ბოლოს, ომის დროს პირდაპირ და გაბედულად მოემხრო რუსეთის მტერს — ოსმალეთს. ეს ღირსეული ქალი გახლდათ გურიის დედოფალი სოფიო, რომელშიაც მისმა დედამ ეს ქართული სული და მტკიცე ბრძოლის უნარი აღზარდა…
.
ამონაკრები სოფიო გურიელზე თამარ პაპავას წიგნიდან – „დიდი სახეები პატარა ჩარჩოებში“
თამარ პაპავა (1888-1976) – მწერლისა და ჟურნალისტის, საზოგადო მოღვაწის აკაკი პაპავას მეუღლე. გარდაიცვალა ემიგრაციაში 1976 წელს დასაფლავებული ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.
.
თურქეთი, უნია – სოფიო გურიელის საფლავი
შეიძლება იყოს 1 ადამიანი, მონუმენტი და შენობის გარეთ-(ი)ს გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share