მეთვზეების და მონადირეების მფარველი წმინდანები ძველ გურიაში

გურიაში მეთევზეების მფარველად ითვლებოდა ზებედე – გალილეელი მეთევზე, რომელმაც უყოყმანოდ გააყოლა მაცხოვარს თავისი შვილები იაკობი და იოანე. ხსენებულის შესახებ ცნობები მითითებული აქვს ტარასი მამალაძეს.
.
“მეთევზეობა: სათევზაოდ წასულ გურულს არავინ არ უნდა უთხრას „გამარჯობა“, არამედ – „დილა ან საღამო მშვიდობისა“. მეთევზეებს ღმერთი კი არა, წმინდა ზებედე მფარველობს. გურულებს სწამთ, რომ კალმახებს, რომლებსაც თავთან ჯვრის ფორმის ფხა აქვთ, ეს ფხა მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც ისინი ქრისტემ აკურთხა და ჯვარი გარდასახა. ” (მამალაძე).
.
მონადირეების მფარველად კი ივანე მახარობელი ითვლებოდა, რა გურულების რწმენის მიხედვით იქედან მომდიანრეობდა, რომ უდაბნოში ყოფნისას თავს ნადირობით ირჩენდა.
.
გურული მონადირეების რწმენა-წარმოდგენების მიხედვით. როცა იგი თოფს ტენიდა ან მახეს აგებდა ივანე მახაროლისათვის უნდა ეთხოვნა შეწყევნა. მონადირესთან შემხვედრს სალმისთვის აუცილებლად უნდა დაეყოლებინა: „შეგეწიოს ივანე მახარობელი“. (წულაძე)
.
გურიაში ნადირობასთან დაკავშირებული ლეგენდების მიხედვით ერთერთი მთავარი პერსონაჟი გახლდათ მონადირის ცოლი, რომელსაც ქმარი სანადიროდ იყო წასული არ ჰქონდა ეთქვა სად იყო წასული მისი ქმარი. მონადირის სახლში დაბრუნებამდე ცოლი მახულობს, არ ჭამს ხორცეულსა ან ცხიმიანს და დღენიადაგ ლოცულობს ქმრის სახლში მშივოდბიანად დაბრუნებისათვის, განსაკუთრებით კი იმაზე ლოცულობს, რომ „ნადირთა ქალმა“ მისი ქმარი თმებით არ დააბას – “ღმერთო დალის თმები დააჭერი, მთლად ძირში ზედ ყურებთან, გამოუშვას ჩემი ქმარი სახლში, რაც არ უნდა ღრმა იყოს მისი ძილი.” (ვირსალაძე)
.
ნადირობიდან დაბრუნებულ მონადირეს დიასახლისი სამზადი სახლის კარებთან დახვდებოდა, მუჭით ნაცარს შეაყრიდა და ეტყოდა: „კიდევ ამდენი, კიდევ ამდენი, შენი ავი თვალითა და ავი გულით შემხედვარეს თვალში ნაცარი, გულში ლახვარი, ივანე მახარობელი იყოს შენი მფარველი!“ (წულაძე)
.
ნანადირევ ფრინველს მაშინვე ცივ წყალში დაასველებდა, ცხელ ნაცარში დაატრიალებდა და თან ამბობდა: „ასვარია, დასვარია, შენი დედა, შენი მამა, შენი ძამიე, შენი დაიე, შენი ნახული, შენი უნახავი, შენი ნაცნობი, შენი უცნობი – ყველა აქანაი დასვარია“. ქალი ცხელ ჩიტს ცოტა ხანი ფეხებშუა დაიჭერდა და მხოლოდ შემდეგ გაპუტავდა.
.
– Сборник материалов для описания местностей и племен Кавказа – 1893 г. Тарас Мамаладзе
– Е.Б.Вирсаладзе – Грузинский охотничий миф и поэзия – 1976 წელი
– აპოლონ წულაძე. ეთნოგრაფიული გურია. 1971
შეიძლება იყოს 1 person გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share