სოფლის მასწავლებელები
.
ფოტოზე ისიდორე რამიშვილი (1859-1937) ცნობილი პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე და პოლიტიკოსი – 1887 წელს დაარსა სკოლა სურებში და მოკლედ, რომ ვთქვათ დიდი საგანმანათლებლო ღვაწლი აქვს არამარტო გურიაში, იყო საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი. ისიდორე რამიშვილი დახვირიტეს 1937 წელს.
.
მეცხრამეტე საუკუნის ბოლო და მეოცეს დასაწყისის გურიაში ყველაზე ღიშესანიშნავი ადამიანები ჩემი აზრით იყვნენ სოფლის მასწავლებლები (1872 წლის მაისში ჩატარდა გურიის სოფლის მასწავლებელთა ყრილობა). რომლებიც თავიანთი სახსრების, ჯანმრთელობისა და სიციხლის ხარჯზე ეწოდნენ საგანმანათლებლო საქმიანობას, სწორედ ამ ხალხის საქმიანობამ შეცვალა რადიკალურად გურიის კულტურული, პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა. სწორედ ამ ხალხისა და წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შემწეობით გურიაში თითქმის ყველა სოფელში იყო სკოლა და ბიბლიოთეკა, დგამდნენ სპექტაკლებს, აწყობდნენ საქველმოქმედო საღამოებს და ა.შ.
.
ჩემთვის სამწუხაროა, მაგრამ არა გასაკვირი ის, რომ ზემოხსენებულისაგან განსხვავებით ძალიან ბევრი ფირალობას მიიჩნევს გურიის წარსულის (მეცხრამეტე საუკუნის და მეოცეს დასაწყისი) მთავარ ღირშესანიშნაობად, ასეთი აზრის ფორმირებაზე თავის დროზე დიდი შრომა გასწია რუსეთის იმპერიამ.
.
გურიაში რუსეთის წინააღმდეგ პირველი აჯანყება 1819-20 წლებში მოხდა, რომელიც ისტორიაში საკლესიო აჯანყების სახელით, შემდეგში იყო 1829 წელი – დედოფალი სოფიოს განდევნა და სამთავროს გაუქმება, შემდეგში კი 1841 წლის “ჯანყი გურიაში” და სწორედ ამ უკანსკნელის ჩახშობის შემდეგ რუსებმა მოახერხეს გურიაში ხალხის და სამხედრო არისტოკრატიის დაპირისპირება, რის შემდეგაც გურიაში ფირალებმა ჩაანაცვლა ეროვნული გამათავისუფლებელი მოძრაობა.
.
ფირალების შესახებ ისტორიები ხშირ შემთხვევებში ზედმეტად „შელამაზებულია“ და რეალობასაც აცდენილია. მაგალითად „ხალხის ქომაგად“ შერაცხულ ერთ-ერთ სახელოვან ფირალს და მის „აფხანიკებს“ სისხლისღვრით დააშლევინეს ბოლშევიკებმა 1921 წლის 26 მაისს ოზურგეთში საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული დიდი მიტინგი და მათვე იყენებდნენ შემდგომ რეპრესიებში, მანამ სანამ მითივე თავაშვებულობა მოსათმენი იყო. სწორედ ამ „ხალხის ქომაგის“ ქმედებას მოყვა გურიაში შურისძიების სახით ოთხმოცამდე მასწავლებლის დახვრეტა, სამიზნედ კი იმიტომაც შეირჩა მასწავლებელები, რომ ისინი იყვნენ მთავარი ძალა გურიაში.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა