როგორც გაზეთ დროების 1898 წლის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია ჩოხატაურის ბაზრის შესახებ, მიუხედავად სტატიის კრიტიკულობისა ჩანს, რომ ჩოხატაურის სადაბო საზოგადოების დეპუტატები ზრუნავდნენ ბაზრის მოწყობაზე და საზოგადოება ხარჯებს სწევდა მის მოწყობა, დასუფთავებასა და განთებაზე. ანუ 1897-98 წლებში ხდებოდა ბაზრის დასუფთავება და ბაზარს ჰქონდა ღამის განათება – “ყოველ მთვარიან ღამეშიც კი ფარნები იყო ანთებული”. სტატიის მიხედვით ბაზრის საქმე უკუღმა მას შემდეგ წავიდა, რაც მის მახლობლად აბრეშუმის პარკის შემსყიდველი ამხანაგობას დაუწყია მუშაობა, რომლის ერთერთი წევრი ჩოხატაურის დეპუტატიც ყოფილა, რომელსაც ბაზრის ფანრებიც პარკის შემსყიდველი პუნქტისათვის მიუცია. გთავაზობთ სტატიის შინაარს:
.
“დ. ჩოხატაური – დეპუტატების განკარგულება
.
ერთი თვე მეტია რაც ჩოხატაურელმა დეპუტატებმა ხელი აიღეს ბაზრის სამსახურზე. ამისთანა გლახა დარებში და ბნელიან ღამეებში ფანრების ანთებასაც დაანებეს თავი. ეს დეპუტატები როცა პირველად დააყენეს თავ-გადებულნი იყვნენ ბაზრის სისუფთავეზე, განათებაზე და ყოველ ასეთ საქმეზე. მაშინ ყოველ მთვარიან ღამეშიც კი ფარნები იყო ანთებული. ახლა კი ღამით ბაზარში გავლაც კი საშიშოა, რადგან არ იცი თუ სად რას დაეჯახები. ეს კიდევ ცოტაა, ამდენ ხანს თუმცა ღა არ ანთებდნენ ფარნებს, მაგრამ მათ მაინც დაინახავდით ბაზარში; უცხო კაცი რომ მოსულიყო იტყოდა მიანც რომ ფარნები ყოფილაო. მაგრამ საწურო ის არის, რომ ეს ფარნები დეპუტატმა ამხანაგობას დაუთმო, – იმ ამხანაგობას, რომელმაც ახლა მაისის თვიდან პარკი გახსნა ჩოხატაურის მახლობლად 30 საჟენის მოშორებით.
.
ბარემ პარკზედაც ვთქვათ ორიოდ სიტყვა, დიდი ფაცა-ფუცი და ვაჭრობაა პარკზე, აქ ჯერჯერობით ფუთი პარკი აიყვანეს 14 მ. 50 კაპიკამდე და აწი, არ ვინ იცის რა იქნება, პარკი ძლიერ ნაკლები მოდის და ხარჯი კი მასზე დიდია. “ხაზეინებად” არიან აქაური მოვაჭრეები, ერთი მათგანი დეპუტატია, გამგედ ბათომელი ბერძენი ყავთ მოყვანილი, რომელსაც თვეში 80 მ. აძლევენ.”
.
ავტორი: ვ. ლ-ძე
.
– გაზეთი ცნობის ფურცელი 1998 წელი #564
– კარიკატურა ჩოხატაურის ბაზრობა1928 წელი
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა