დათუნაიშვილი და ასკურავა იყვენ ფირალები გურიაში. ექვსი წელი იყვენ ერთათ ამხანაგათ. ცხენს ქურდობდენ და აშოღლანობდენ, დროს ატარებდენ. მეშვიდე წელს დათუნაიშვილმა უღალატა ასკურავას. პრისთავმა მეისყიდა დათუნაიშვილის მამა, უთხრა: – გავანთავისუფლეფ შენ შვილს, თუ თედორა ასკურავას დამაჭირვიეფს, დაიჭირავს და მომიყვანს. – მამამ დაიჯერია შვილი, რომ დიეჭირა თედორაი.
.
შემოდგომაზე ისვენებენ, იმალებიენ ორივე საისრეში. მუაწია შუადღე. თედორას ძმამა მუუტანა სადილი. სადილი რომ შეჭამეს, დაძინება მეინდომეს. თედორამ უთხრა: – რიგრიგობით დევიძინოთო. თედორამ დეიძინა. ღრმა ძილში რომ შევიდა, დათუნაიშვილმა მივიდა და წაართვა თოფი და იარაღი, რაც ქონდა თედორას.
.
პატარა ხანის შემდეგ აღვიძეფს: – ადექი, გეიღვიძე, პრისთავთან წამოხვიდე უნდაო. თედორა დახედავს თოფს. აღარ არის ზატორი შით. თედორაი ეტყვის დათუნაიშვილს: – ფუ – შენ კაცობასო! დათუნაიშვილს თოფი მიბჯენილი აქ. თედორაი წინ მიდის, ეს უკან მიყობა თოფით. თედორაი წინ მიდის დაღონებული.
.
საჭინკიეს ღელესან რომ მივიდენ, თედორაი ეხვეწება დათუნაიშვილს: – ნუ მიმიყვან ასთე დაზანგული პრისთავთან, მცხვენიაო, მომეცი ნება, რომ დევიბანო ამ ღელეში პირიო. მისცა ნება. გაღმა ის იბანს პირს და გამოღმა დგება დათუნაიშვილი თოფით ხელში, მიბჯინებული. თედორამ შეითქვაფუნა წყალი პირზე, ადგა. ეტყვის დათუნაიშვილს: – პლატუკი თუ გაქ, გამომიგდეო, პირს შევიხოცავო. მეც ქი მქონდა საცხაო. დეიწყო უბეში ძებნა. მოდი, ვნახოთ, მას ქონია უბეში სმეტაისონი ლივერი, არ ცოდნია დათუნაიშვილს.
.
ამ პლატუკის ძებნაში აი ლივერი ფეხზე შემართა. ელვასავით გოუხტა და მიადვა შუბზე და მიაყვირა: – “ხელი-მაღლა!” დათუნაიშვილს დააყრია იარაღი. მისი გაფუჭებული იარაღი მისა დათუნაიშვილს. დათუნაიშვილის იარაღი გადიკიდა მან და უთხრა: – შენ წადი პრისთავთანო. თვითონ გუუდგა მის გზას.
.
თედორაი წევიდა სამეგრელოში. თავი შიაფარა დადიანის ოჯახში. თავრობა ვერ ჩევიდოდა დადიანის ოჯახში ობისკის გასაკეთებლათ. ამისთანები ბეური ინახვიდა თავს დადიანის ოჯახში.
.
ერ დღეს შედის დადიანი მაგინის ოთახში და უჩივა დადიანი: – ბიჭებო, თავს რომ მარჩენიეფთ, რა ვაშკაცები ხართო, რა შეგიძლია თქვენო! მოდი, უნდა გამოქცადოთო. ჩემ მუურავს აქ დღეს ქორწილი მილოცვიანიო. გამოდი ერთმა თქვენთაგანმაო, რაც ფული შამუა იმ ქორწილშიო, მოსტაცე და მომიტანეო. არ იქნას კაცი მოკლული, არც დაჭრილიო. შეჩერდენ ფირალები მაგ სიტყვაზე. და ბოლო დროს გამევიდა თედორა ასკურავა და უთხრა: – მომეცი, ბატონო, თქვენი ცხენი და მე გავაკეთეფ ამასო. ბატონმა ნება დართო, წიეყვანა მისი ცხენი. რომ მუაწია მილოცვის დამთავრების დროი, თედორამ შეკაზმა ცხენი, შიაჯდა ზეთ და წევიდა ქორწილში.
.
ცხენი დაამალქაფა ჭიშკართან, მიამბა ღობეზეთ, გააღო ჭიშკარი და ჩევიდა ეზოში იარაღასხმული და ნაბადმოსხმული. იარაღი ნაბადში აქ დამალული. მივიდა მისალოც ყუთთან და მუულოცა ფული, რომ ჩიეხედა კარქათ. უძახიენ ხალხს სეფაში დასაჯდომათ სადილზე: – მიბძანდით, ბატონებოო! ნახევრათ ხალხი დამჯდარია სეფაში. მისალოცავ ყუთს კრავენ წასაღებათ, შესანახავათ. თედორაი უყურეფს გვერდებიდან. რომ მოკრეს ყუთი, თედორაი მივარდება სტოლზე, საცხა დგანა ყუთი, და დასცხეფს ლივერს. – დაწექით! – დეიყვირეფს. ამ დროს დაატანს ყუთს ხელს ელვასავით და გეიქცევა. მიირბენს ცხენთან და მუახტება ცხენს ზრუგზე. გააჭენეფს ტყისკენ. მერე მივა დადიანის სასახლეში და ჩააბარეფს ყუთს დადიანს.
.
შეიქნა ძებნა. სამი დღის გამაულობაში ეძებდა აბაშის პისტავი თავის სტრაჟებით. მეოთხე დღეს პრისთავს უძახის დადიანი: – რა ქენითო, ფული ნახეთო? – ეკითხება. – ვერაო. – თქვენო ფულს კარა, კამბეჩს ვერ ნახავთ შარაზეო. აიღეფს და მისცემს ფულიან ყუთს, რომელსაც გახსნიენ და არ აკტება არც ერთი კაპეკი სიის მიხედვით.
.
მთქმელი – ალექსანდრე ასკურავა, სოფ. ქვიანი (1961 წელი)
ჩაწერილია გრიგოლ იმნაიშვილის მიერ.
.
corpora.co
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა.