გურიის მოამბე

თამაზ ხარაიშვილი – ღინჭიპურობას, ის ჯობია, ამ პრობლემების დროულად აღმოფხვრაზე იფიქროს და იზრუნოს მავანმა

აგერ ახლა სოფლის მეურნეობის უფროსი სონღულაშვილი გამოვიდა განცხადებით, სოფლების მოდერნიზაციას ვიწყებთო. როგორც მოდერნაზაციისა და პროგრესის მომხრემ, დაინტერესება გამოვიჩინე, ვინ არის ეს კაცი, ესოდენ რთულ ამოცანას რომ შესჭიდებია, მორიგ ტრიუკს ხომ არ გვიმზადებენ-მეთქი და კმაყოფილება ვერ დავმალე, უცხოეთში (დასავლეთში) განსწავლულა, გვარიანად შემდიდრებულა (მილიონერთა დასის წევრია), შვილებიც ევროპაში გადაუყვანია და ა. შ. ჩემგან რა ესწავლება, მაგრამ სოფლის მოდერნიზაციის კურსი რომ წარმატებით დავაგვირგვინოთ, დავიწყოთ იმით, რომ დავთვალოთ, რა მოცულობის სავარგული დარჩა წლეულს დაუხნავ- დაუთესავი გაძვირებული მომსახურების გამო და რატომ გახდა კიდვ უფრო არარენტაბელური მარცვლოვანი კულტურის (გურიაში სიმინდის) მოყვანა, დავითვალოთ, რამდენი ხეხილისა და ციტრუსოვანთა ნაყოფი ლპება ჯერ კიდევ არამოდერნიზებულ სოფელში, რამდენი მუშახელია სამუშაოდ გასული ქალაქად თუ უცხოეთში ლუკმა პურის საშოვნელად, რამდენი სახლია მიტოვებული დროებით თუ მუდმივად, რამდენი მილიონი ჩაიყარა სასოფლო კულტურებისა და ბოსტან-ბაღჩეულის მოსავლის გამანადგურებელი ფაროსანას წინააღმდეგ უსარგებლო და ეფექტსმოკლებულ, მოჩვენებით ფახიფუხში (ცოტა მოთბა და უკვე გაილაღა ამ ყოვლად საზიზღარმა მავნებელმა, განსაკუთრებით ტყისპირა დასახლებებში) და ა.შ. მოდერნიზაციაზე ფუჭ ღინჭიპურობას, ის ჯობია, ამ პრობლემების დროულად აღმოფხვრაზე იფიქროს და იზრუნოს მავანმა, ვინც ეს ქვეყანა გადაიბარა…მოდენიზაცია და ინდუსტრიალიზაცია მოიცდის….

p. S. ტვინმრუდეთა საყურადღებოდ: ნაცი არა ვარ და არც ვყოფილვარ არასდროს, უბრალოდ, ვიცი, რა ხდება სოფლად და რა კავშირშია არსებული რეალობა ვითომ მოდენიზაციასთან…

წერს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე, პუბლიცისტი, თამაზ ხარაიშვილი;
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights