დათიკო შევარდნაძის მოკვლის შესახებ ჩოხატაურიდან შემდეგს გვატყობინებენ:
„14 დეკმებერს დილით, შევარდნაძე შეირაღებული მიდიოდა თურმე ს. ასკანაში ერთ ვიწრო გზაზე, ორღობეს შუა. მას მოულოდნელათ შეხვედრია ჩოხატაურის ბოქაულის მოადგილე ორ სტრაჟნიკით, რომლებიც ამჟმათ ასკანაში სხვადასხვა გადასახადებს კრებს. შევარდნაძეს თოფი მოუმარჯვნია და უთქვამს მათთვის: მე არაფერს გერჩით, ჩიარეთ, თავს ტყულა ნუ შემომაკლავთო“. „არც ჩვენ გერჩითო“ უპასუხნიათ მათ და გვერდით ჩაუვლიათ. შევარდნაძე ნახევრად უკან ცქერით გასდგომია გზას და მოსახვევში პატარა გორაკის თავ-შეფარებით განუგძია გზა. ამ დროს სტრაჟნიკები იმავე გორაკების მოფარებით შეუმჩნევლათ დასწევიან და ტყვია ზურგში მოურტყამთ. შევარდნაძე უცებ შემოტრიალებულა – „თავისი მაინც არ დაუშლესო“ – დაყუვირია და ორჯერ გაუსროლია თოფი, რომლითაც მოუკლავს ერთი ცხენი და დაუჭრია ერთი სტრაჟნიკი ფეხში მსუბუქათ, რის შემდეგაც სული დაულევია. მკვლელობის ალაგას წავიდა ჩოხატაურის ბოქაული. შევარდნაძეს დიდი ხანია დასდევდა პოლიცია, მარა ვერაფერი მოუხერხა და ამ უკანასკნელადაც შემთხვევით მოხდა მისი მოკვლა. შევარდნაძეს დარჩა წვრილი ცოლ-შვილი და მოხუცი დედა.“
გაზეთი „მომავალი“ 1909 წელი 17 დეკმებერი.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა