დიაკონი მაქსიმე სვანიძე – კიდევ ერთი საინტერესო ადამიანი გურიის წარსულიდან

გაზეთ „ცნობის ფურცელის“ 1898 წლის 8 მარტის ნომერში (#475) გამოქვეყნებულია სტატია „ქართული გალობა“ შემდეგი შნაარსით – „თვრამეტ თებერვალს ოზურგეთის სასულიერო სასწავლებლის ქართული საეკლესიო გალობის მასწავლებელმა დიკონმა მაქსიმე სხვანიძემ აგალობა წირვაზედ ოზურგეთის სობოროს ეკკლესიაში აქაურივე სამრევლო სკოლის მოსწავლეები ქართულად. ბავშვები მშვენივრად მომზადებულნი იყვნენ. ისეთი სასიამოვნო გავარჯიშებული ხმით კი გალობდნენ, რომ ყველას მოეწონა. თან ბავშვებს ლოცავდნენ და თან მისს მასწავლებელს.“
.
მაქსიმე სვანიძის შესახებ ინფორმაციის მოგროვებისას გავარკვიე, რომ მას როგორც იმ დროს ამბობდნენ „შინაური განათლება“ ჰქონდა მიღებული და ოზურგეთის სობოროს დიაკვანი ყოფილა. ოზურგეთის სასულიერო სემინარიაში იგი მასწავლებლად გამწესებული გახლდათ 1895 წლის 18 ოქტომბრიდან. ყველას მიაჩნდა, რომ დიაკვანი გურული და ქართული საეკლესიო გალობის მასწავლებლი იყო, თუმცა ოფიციალურად იგი გახლდათ სლავური საეკლესიო გალობის მასწავლებელი. ასევე როგორც ირკვევა მის რეალურ საქმინობას ბავშვებისათვის გურული საეკლესიო გალობის სწავლება წარმოადგენდა. რაც დიაკვანის მხრიდან საკმაოდ თამამი საქციელი გახლდათ, რადგანაც ეს ყველაფერი ხდებოდა იმ პერიოდში, როდესაც ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში ბავშვებს ერთმანეთთან ქართულად ლაპარაკსაც კი უკრძალავდნენ.
.
1899 წელს ეგზარხოსის მიერ შექმნილი კომისიის მიერ მომხდარა ოზურგეთის სასულიერო სკოლის რევიზია, მათ შორის შეუმოწმებიათ მაქსიმე სვანიძის ნამუშევარიც. რის შემდეგაც კომიისიის ანგარიშში შეიცავდა მიმართვა საქართველოს ეგზარხოსის, ფლავიანის მიმართ, რომელის მიხედვითაც კომისია ითხოვდა – „საეკლესიო-სლავური გალობის მასწავლებლის, დიაკვან მ. სვანიძის გათავისუფლებას თანამდებობიდან, თავისი საგნის უცოდინრობის გამო და მის ნაცვლად სხვა პირის დანიშვნას“.
.
მაქსიმე სვანიძე სკოლის გუნდის შექმნისათვის დიდი შრომა გაუწევია და სულ დარჩეული მომღერლები ჰყოლია, მის მიერ შექმნილი გუნდი ლიტურღიის დროს ძირითადად ასრულებდა ქართულ საგალობლებს – „მრწამს“, „ღირს არსი“, „ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ“, გუნდი ასევე ასრულებდა სლავურსაც „ Милость мира“, „На всенощном бдении“;
.
ფოტოზე ოზურგეთი – სობორო
შეიძლება იყოს შენობის გარეთ და ხე-(ი)ს გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share