უახლოეს პერიოდში პარტიაში ჩავატარებთ ახალ არჩევნებს – ამის შესახებ “ენმ”-ს ლიდერმა, ნიკა მელიამ, სპეციალრ გამართულ ბრიფინგზე რამდენიმე წუთის წინ განაცხადა:
“დღეს გამართულ ბრიფინგზე, რომელიც ჩემმა კოლეგებმა გამართეს არაფერი ახალი მომისმენია და არაფერი თქმულა, გარდა განცხადების ფორმისა. თუ რა გახდა რეალური მიზეზები, ამ საკითხების ასე მოუმზადებლად, ნაჩქარევად ამ საკითხების გამოტანისა ამას უახლოეს მომავალი გვანახებს
თვე-ნახევრის წინ მე პირადად გამოვედი ინიციატივით ახალი არჩევნების ჩატარებისა, მათ შორის იმ ადამიანების თანსდასწრებით, რომლებიც დღეს დილიდან საუბრობენ არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე იმ ფორმით, რა ფორმითაც ისინი საუბრობენ. თანხმობა არჩევნების ჩატარებაზე იყო ყველა ჯგუფის მხრიდან, ერთადერთი მსჯელობის საგანი რჩებოდა როდის და როგორ. თუ ჩემთვის არის რაიმე კომფორტული არის ეს არის არჩევნები და არჩევნებში მონაწილეობის მიღება, იქნება ეს შიდა თუ გარე ტპის. განსაკუთრებით მაშინ როცა იგი არის უზრუნველყოფილი ათიათასობით ამომრჩევლის თანამონაწილეობით. არჩევნებით, სადაც შენ შესაძლებლობა გეძლევა ესაუბრო საკუთარ ამომრცელევს. განსაკუთრებით მაშინ როცა ძალიან ბევრი საკითხი დაგროვდა” ,- ამბოვბს მელია.