ამის შესახებ ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ყოფილი მეთაური, გენერალი ბენ ჰოჯესი DW-თან ინტერვიუში საუბრობს.
ჰოჯესი დარწმუნებულია, რომ პუტინი ვერ შეასრულებს თავის მუქარას, ომის საზღვრების გაზრდისა და ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ. გარდა ამისა, ამერიკელმა გენერალმა დასავლეთი ზედმეტი სიფრთხილისა და უკრაინისთვის არასაკმარისი სამხედრო მხარდაჭერის აღმოჩენის გამო გააკრიტიკა.
“ვვარაუდობ, რომ 10-12 დღეში რუსული ჯარები მაქსიმუმს მიაღწევენ, ისინი შეტევის გაგრძელებას ვეღარ შეძლებენ და ეცდებიან იმის გაყინვას, რაც დაიპყრეს. სწორედ ეს მომენტი უნდა გამოვიყენოთ, ჩვენ გვექნება მოლაპარაკების უკეთესი პოზიცია და უნდა მოვითხოვოთ, რომ დაუბრუნდნენ არა მხოლოდ 24 თებერვლამდე პერიოდს, არამედ, რაც თქვა პრეზიდენტმა ბაიდენმა, უკრაინის სუვერენიტეტი აშშ-ის პრიორიტეტია, რუსებმა უნდა დატოვონ ყირიმი და დონბასი”, – ამბობს ჰოჯესი.