ზურაბიშვილი მელიას დაკავებაზე: არც დრო და არც ფორმა არ იყო საუკეთესო, მაგრამ მე არ ვწყვეტ

“მე ვფიქრობ, რომ იმისათვის, რასაც მხარს ვუჭერ და ესაა კომპრომისი, დეპოლარიზაცია, დეესკალიზაცია, [ნიკა მელიას დასაკავებლად] არც დრო და არც ფორმა არ იყო საუკეთესო, მაგრამ ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის.

რისი თქმაც შემიძლია, უნდა ვიმუშავოთ უფრო მეტი კომპრომისის მოსაძებნად, რადგან სწორედ ეს არის გზა საქართველოს მოსახლეობისთვის და ყველა პოლიტიკური პარტიისთვის. მე ყველას და განსაკუთრებით, მმართველ პარტიას მოვუწოდებდი, რადგან მათ მეტი პასუხისმგებლობა აქვთ, ეცადონ თავიდან აიცილონ ოპოზიციის პროვოკაციები. ორივე მხარემ მეტი უნდა გააკეთოს თუკი ნამდვილად სჯერათ, რომ საქართველოს აქვს ევროპული მომავალი. ამაში მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. კრიზისს, და ეს ნამდვილად არის კრიზისი, ეს შეაჩერებს.”- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share