ფრაგმენტი ბენია ჩხიკვიშვილთან ნანახი ნოე ჟორდანიას წერილიდან

„1924 წელს ჩეკამ შეძლო დაეპატიმრებინა „დამოუკიდებლობის კომიტეტის“ ლიდერების ნაწილი, მათ შორის ნოე ხომერიკი, ბენია ჩხიკვიშვილი, ვ. ნოდია და სხვები.
.
ჩხიკვიშვილს აღმოაჩნდა ნოე ჟორდანიას წერილი, რომელიც უცხოეთიდან აძლევდა რჩევებს „დამოუკიდებლობის კომიტეტს“, სხვა საკითხებთან ერთად ჟორდანია წერდა შემდეგს:
.
„რათქმაუნდა ეს (აჯანყება დ. გ.) შეუძლებელია განხორციელდეს მხოლოდ ქართველთა შეირაღებული ბრძოლით. გამოსვლები კავკასიის მასშტაბით და თუ კი ეს ბრძოლა იქნება საერთო ძალით აუცილებლად მივალთ გამარჯვებამდე. რუსეთის მეფეები მხოლოდ დაღესტანთან აწარმოებდნენ ბრძოლებს 30 წლის განმავლობაში. ადვილი წარმოსადგენია რამდენი წელი დასჭირდებათ ბოლშევიკებს არამარტო დაღესტანთან, არამედ მთელს კავკასიასთან ბრძოლისათვის. ჩვენი სამხედრო ძალების ბაზის გადატანა კავკასიის ქედს იქეთ და მისი გამაგრება ჩვენი იარაღით – არის ჩვენი გამარჯვების საწინდარი. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მოგვაქცევს ევროპა სერიოზულ ყურადღებას და გაგვიწევს დახმარებას“
.
ამონარიდი წიგნიდან – история антисоветского подполья (Давид Львович Голинков 1986)
.
p. s. უნდა აღინიშნოს, რომ გოლინკოვი გახლდათ სსრკ გენერალური პროკურატურის განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელი და მას ანტისაბჭოთა მოძრაობასთან და საბჭოთა რეპრესიებთან დაკავშირებით რამდენიმე ნაშრომი აქვს. ჩემთვის ძნელია იმის თქმა თუ რამდენად სწორია ზემოხსენებული ინფორმაცია, თუმცა ფაქტია, რომ საქართველოს მთავრობას ადრეც ჰქონდა მცდელობა შეექმნა ჩრდილო კავკასიაში ქართული სამხედრო ბაზა, ამ მიზნით 1919 წლის აგვისტოში, თბილისიდან ჩეჩნეთ-დაღესტანში საექსპედიციო შენაერთიც გაიგზავნა გენერალ ლეო კერესელიძის მეთაურობით და იგი გახლდათ ჩრდილოეთ კავკასიისა და დაღესტნის ჯარების მთავარსარდალი.
შეიძლება იყოს 1 ადამიანი and წვერი გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share