ნიკო მარი – ქართული ენა

„საქართველო პირველ რიგში არის ნაციონალურ-კულტურული ტემინი. საქართველო ლიგვისტურად უფრო ადრეც დაიშალა (მაშინ კიდევ უფრო მკვეთრი ხარისხით) სხვადასხვა ნათესაურ ენებად და კილოებად. იგი ასევე დაიყო ჩვეულებრივად სხვადასხვა სამეფოებად, მაგრამ მიუხედავად ამისა საქართველო ყოველთვის იყო ერთიანი, როგორც ნაციონალურ-კულტურული ერთეული. ამასთანავე მისი გამაერთიანებელი იყო ქრისტიანობის შემოსვლის შემდეგ ერთიანი ეკლესია და ერთიანი ლიტერატურული ენა. ამის შედეგად შეიქმნა ბრწყინვალე საერო ლიტერატურა, რომელმაც კიდევ უფრო გაამთლიანა ქართული ტომები. ანუ მთლიანობაში ჩამოყალიბდა ადგილობრივი ნაციონალური კულტურა საერთო ლიტერატურული ენით და ამ სალიტერატულო ენას ქვია – ქართული ენა. ენის ასეთი დასახელება მართებულია მხოლოდ ლიგვისტური თვალსაზრისით და მისი დიალექტიკის საფუძვლების გათვალისწინებით.
.
შეიძლება ითქვას, რომ ისტორიული თვალსაზრისით მე-5 მე-10 საუკუნეებისათვის ენის დასახელება ასევე მართებულია ქართველთა ეთნოგრაფიულ დიალექტიკური გაგებითაც. მეექვსე მეშვიდე საუკუნებიდან ამ ლიტერატურული ენის განვითარებაში ქართველი-ქართების გარდა მონაწილეობას იღებს ყველა სხვა ქართული ტომი (გურულები, მეგრელები, სვანები, ლაზები და ა.შ.) და მათ უფრო დიდი წვლილი შეიტანეს ამავე ენის განვითარებაში ვიდრე ქართველ-ქართებმა. ასე და ამრიგად ლიტერატურა ტომობრივიდან გახდა ნაციონალური, ხოლო დიალექტურ-ქართული ენა კი გახდა მთელი ოლქის მომცველ საერთო-ქართულ ენად. სწორედ ამის გამო „ვეფხის ტყაოსნის“ ზოგიერთი ადგილი უფრო გასაგებია გურულებისა და იმერლებისათვის, ვიდრე ქართლელებისათვის. ამიტომაც მაშინ როდესაც საუკეთესო ქართული პროზისა და პოეზიის გამოხატვის ან სიტყვის მრავალი ფორმა უცნობია შიდა ქართული კილოკავისათვის, ეს ფორმები სრულიად ბუნებრივია მუსულმანური იმერხევისა და ბათუმის ოლქის ყოველდღიური ცოცხალი სასაუბრო ენისათვის. ასევე ამიტომაც წმინდა წერილის ქართულ ტექსტებში ჩვენ გვხვდება წმინდა ლაზური ან მეგრული სიტყვები.
.
სწორედ ამ რეალური კულტურულ-ისტორიული თვალსაზრისით ქართული ლიტერატურული ენა ისეთივე მეგრული ან სვანურია, როგორიც ქართული, ისევე როგორც გურული ან იმერული… ის მშობლიური დამწერლობის მქონე ენაა ყველა ქართული ტომისათვის, რომელ კილოკავზეც ან თუნდაც ენაზე არ უნდა საუბრობდნენ ისინი თავიანთ სახლში და კერასთან, ესა ასე გახლავთ არა გუშინდელი დღიდან, არამედ დღვანდელიდან ათეულობით საუკუნეზე უფრო ადრე.
.
ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა დამწერლობის მქონე ქართული იყო ეკლესიის მთავარი მსახურების ენა, მე-8 მე-9 საუკუნის ქართული საეკლესიო მოღვაწის ცხოვრების მიხედვით აღიარებული გახლდათ, რომ – სადაც ღვთისმსახურება ქართულ ენაზე მიდიოდა იქ იყო – საქართველო, ანუ იმ დროისათვის სიტყვა „საქართველო“ გახდა ნაციონალურ-კულტურული მნიშვნელობის ტემინი.“
.
„სრულიად საქართველოს ეკლესია, მათ შორის უბრალო საეკლესიო ნივთები და ათასწლოვანი ტაძრების უტყვი კედლებიც კი სხვადასხვა ქართული ტომების შვილთა გულებში ერთხმად უნისონში ღაღადებენ პავლე მოციქულის სიტყვებს – ”ვინაიდან როგორც ერთია სხეული, მაგრამ მრავალი ასო აქვს, ხოლო ყოველი ასო, მათი სიმრავლის მიუხედავად, ერთი სხეულია, ასევეა ქრისტეც.“
.
Марр Н.: История Грузии: Культурно-исторический набросок. По поводу слова прот. И. Восторгова о грузинском народе – 1906 (ფრაგმენტები)
შეიძლება იყოს 1 ადამიანი and წვერი გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share