მეკობრეთა თარეში გურიაში

მე-16 საუკუნიდან იწყება ჯიქი (ჩერქეზი) და აფხაზი მეკობრეების თარეში შავ ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. მოთარეშეებს დიდი ნავების „ფლოტი“ ყავდათ, რომლის მეშვეობითაც არბევდნენ გურიისა და სამეგრელოს მოსახლეობას, რომელთა დიდი ნაწილსაც ატყვევებდნენ და ჰყიდნენ. ცნობილია მათი თავდასხმები ლანჩხუთზე, ჯუმათზე, ჩოჩხათზე და ა.შ. მეკობრეობის შედეგად გურიასა და სამეგრელოს პრაქტიკულად მოესპოთ საზღვაო ვაჭრობით სხვადასხვა საქონლისა და შემოსავლის მიღება.
.
გურია-სამეგრელო მეკობრეთა თარეშმა იმდენად შეაწუხა, რომ 1533 წელს მამია III დადიანმა და მამია I გურიელმა გურულების და მეგრელების გაერთიანებული ლაშქარი ზღვით ჯიქეთში გადასხეს, როგორც ჩანს გურიისა და მაეგრელოს სამთავროს ამისათვის საჭირო „ფლოტიც“ ჰყოლიათ.
.
ქართლის ცხოვრების მიხედვით ჯიქებთან პირველი ბრძოლა 1533 წლის 30 იანვარს მომხდა, რომელშიც ქართველმა გაიმაჯვეს – „დადიანი მამია და გურიელი მამია წარვიდეს ჯიქეთს საბრძოლად ზღჳთ ნავებითა, და შეიბნეს თუესა იანვარსა ოცდაათსა. პირველსა დღესა ამათ გაემარჯუა.“
.
მეორე დღის ბრძოლის წინ მეგრელების ჯარს მიუტოვებია გურულები, ხოლო თავად მთავარი მამია დადიანი გურულებთან დარჩენილა. მარტო დარჩენილ გურულებს ჯიქებმა და აფხაზებმა შეუტიეს, თავგანწირული ბრძოლაში დაღლილები აფახაზმა თავადმა ინალიფამ ფიცით მიინდო და უვნებლობა აღუთქვა თუ კი იარაღს დაყრიდნენ. თუმცა აფხაზებმა და ჯიქებმა ფიცი გატეხეს იარაღდაყრილი გურულები დაატყვევეს, მამია დადიანი კი გააშიშვლეს და აკუწეს. დატყვევებული მთლიანად ტყვედ გაყიდეს, მხოლოდ მამია გურიელი და ტყვეების ნაწილის გამოსყიდვა მოახერხა მალაქია კათალიკოსმა.
.
ქართლის ცხოვრება – „მოეტევნეს; ჯიქნი და შეიბნეს: მრავალი დაჴოცეს დადიანმან, გურიელმან და გურიელის ლაშაქართა. მოკლეს გურიელის შვილი გიორგი და მისნი აზნაურშვილნი. დაღალულნი ომისაგან შეჩუენებულმან ცანდია ინალდიფითა გაინდვნა, დადიანი გააშიშულეს, სრულიად შიშუელი დაჭრეს გურიელი და სამნი მისნი ძმანი და ეპისკოპოზნი, და მისნი ლაშქარნი ტყუე ყვეს. წარვიდა მალაქია კათალიკოზი და გამოიჴსნნა ცოცხალნი, და მკუდარნი ფასით იყიდნა.“
.
განცდილმა მარცხის შემდეგ თავდასხმები კიდევ უფრო გახშირდა, თუმცა გურულები თავის მიწაზე წარმატებით ებრძოდნენ მომხდურებს. შემოქმედის გულანის ქორონიკონის მიხედვით 1591 წელს გურულებს თავდამსხმელი აფხაზები დაუმარცხებიათ – „აქა გურიელს მამიას აფხაზზე გაემარჯვა“;
.
შემოქმედის გულანის მეორე ჩანაწერის მიხედვით ქორონიკონსა 394 (1706 წელი) აბხაზები და მეგრელები თავს დასხმიან ჩოჩხათს, მაგრამ თავდამსხმელები მაქსიმე შერვაშიძე ჯუმათელს დაუმარცხებია და განუდევნია გურიიდან.
.
მე-18 საუკუნეში ახალციხე ლეკებისა და ყირიმელი თათრების საქათველოზე თავდასხმების ბაზა გახდა და აქედან ესხმოდნენ თავს გურიის სოფლებს. იოსებ მეგრელიძეს (Лазский и Мегрельский слои в Гурийском) ჩაწერილი აქვს სოფელ ჭანჭათში მცხოვრები აფინოგენ წულაძის (დაბადებული 1875 წელს) მონათხრობი: „აღდგომის დღესასწაულის დღეს ჭანჭანთს ლეკები დასხმიან თავს და ღვინელას მთაზე მდგარი ეკლესიის მღვდელი ჭყონია საკურთხეველში მოუკლავთ. შემდეგ ეკლესია დაუნგრევიათ და ტყვედ წაუყვანიათ მღვდლის ძმები – ათმან თათმან, ბეჟან, თაყა და ულვაშა ჭყონიები.“ მეგრელიძის თქმით ჭანჭათიდან ზომლეთისაკენ მიმავლი გზიდან ღვინელას ეკელესიის ნანგრევები მთაზე მაშინაც (1929 წელს) შესამ-ჩნევი იყო.
.
გურიას ასევე გამუდმებით თავს ესხმოდნენ ოსმალეთის ქვეშევრდომი ქართველი ბეგები – „უღვთოთ და ქურდულათ ეცემოდნენ გურიას და ხალხს იტაცებდნენ. მოტაცებულები ოსმალში გადაჰყვანდათ და იქ ჰყიდდენ კაი ფასათ.“ „გლეხების ტაციობით მაქსიმ თავდგირიძემ დიდ ხანს ვერ ინავარდა და იბატონა. რასაც ეს გურულ გლეხებში ფულებს იღებდა, ამაზე მეტი მას ხონთქრის მისართმევად ეხარჯებოდა“ (ზ. ჭიჭნაძე).
.
„თურქეთის ქვეშევრდომმა ახმედ-ბეგმა, დიდი ჯგუფით თავს დაესხა გურიელის სამფლობელოში მდებარე სოფელ ასკანას და ტყვედ წაიყვანა ამავე სოფლის რამდენიმე მოსახლე. სახელდახელოდ შეკრებილი გურულები დაეიწივნენ ყაჩაღებს, ხანგრძლივი ურთიერთსროლის შემდეგ გაანთავისუფლეს ტყვეები. ბრძოლის შედეგად გურულებმა ტყვედ ჩაიგდეს ახმედ-ბეგის ბიძაშვილი, 2 თურქი ჩინოვნიკი, 12 მედროშე და 73 თურქი მებრძოლი, ასევე მოკლეს 1 აღა და 33 კაცი.“ (ნაწყვეტი ალექსი ერომოლოვის წერილიდან გრაფ კარლ ნესელროდეს).
.
ყველა შემთხვევაში მოთარეშეების მთავარი მიზანი მოსახლეობის დატყვევება და გაყიდვა გახლდათ. ამას ემატებოდ თავად ადგილობრივ მეკობრეთა მიერ დატყვევებული ადამიანებით ვაჭრობა, რამაც გააუკაცრიელა სამთავრო და რუსეთთან შერთების შემდგომ 1832 წლისათვის გურიაში სულ 5000 კომლი ანუ დაახლოებით 30 ათასი ადამიანი ცხოვრობდა.
.
ფრანგული გრავიურა – მე-19 საუკუნის ჩერქეზული საბრძოლო გალერა
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share