„სიმღერის მოპარვა“ ჩოლოქს გაღმა და „გურიის ტიროლი“

1703 წელს თურქებმა ბათომი და კახაბერი დაიკავეს; მომდევნო ხანებში (30-40 წლებში) – ჩაქვის თემი, XIII საუკუნის 70-80 წლებში კი ხინო და ქობულეთი. ამ დროისათვის მდინარე ჩოლოქის პირა სოფლები ჯერ კიდევ გურიელის კონტროქვეშ იყო და ეკელესიებიც მოქმდებდა (ჩხატარაიშვილი). სხვა ინფორმაციით გურიამ ბათომი 1726 წელს დაკარგა, კერძოდ დიმიტრი ბაქრაძე წერს, რომ ბასილეთის ბასილი დიდის ეკლესიაში არსებულ ვრცელი ჟამნ-გულანის თანმხლებ ქორონიკონს ჰქონდა მინაწერი, რომელიც ეხებოდა ბათუმის წართმევას და ბაქრაძის აზრით ქორონიკონი აღწერს 1726 წელს მომხდარ ფაქტს: „ხალი-ფაშა გამოაზახა ხვანთქარმან „ზ (7) ათასი კაცი:. ციხები დაგვიტეხა. ბათომი მაშინ წაგვერთვა:. ბაქრაძის აღნიშნავს – „მინაწერის ხალი-ფაშა, ჩვენი აზრით, ან ისაკ-ფაშის ძე უნდა იყოს, ან იუსუფ-ფაშა.“
.
ყველა ზემოხსენებულ თარიღს ქვემო გურიიდან ლტოლვილთა დიდი ნაკადი მოყვებოდა. დრევანდელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დიდი ნაწილი სწორედ ქვემო გურიიდან ლტოლვილებითაა დასახლებული, ისტრიული დოკუმენეტების მიხედვით ასეთი დასახლებები იყო გურიამთაში და მის დასავლეთ ტერიტორიებზე, ნაგომარში, აკეთში და ა.შ.
.
ქვემოგურიაში ქრისტიანობის დევნა განსაკუთრებით გაძლიერდა მას შემდეგ, რაც გურია რუსეთის მფარველობაში შევიდა, ბათუმ-ქობულეთის დაკარგვის შიშით თურქებმა ამ მხარეში ექსპანსია გააძლიერეს. ქველი ჩხატარაიშვილის მიხედვით ჩოლოქისპირა სოფლები საბოლაოდ თურქების ხელში გადავიდა და ჯერ კიდევ მოქმედი ეკლესიები დაიკეტა 1834-1841 წლებში.
.
ეკლსიების დაკეტვის შემდეგ საეკლესიო გალობამ ქობულეთში საერო ხასიათი მიიღო და ხალხში გადაინაცვლა, იგივე ხასიათის მასიურ მოვლენას გურიაში ადგილი 1924 წლის შემდეგ ჰქონდა, ანუ მას შედეგ რაც კომუნისტებმა ეკლესიები დაანგრიეს და დაკეტეს, საეკლესიო ნივთები კი სრულად გაიტანეს მუზეუმებში. იმის გამო, რომ ქობულეთში საეკელსიო გალობამ ერში უფრო ადრე გადაინაცვლა, გამოიწვია გურიის ქრისტიანული ნაწილში მცხოვრები სიმღერით დაინტერესებული ხალხის ლტოლვა ქობულეთური სიმღერებისადმი და ხშირი იყო გურიის ქრისტიანული ნაწილიდან გადასვლა ჩოლოქს გაღმა გადასვლა ახალი სიმღერის შესასწავლად ან მოსასმენად. ცნობილია ე.წ. „სიმღერის მოპარვის“ ისტორიებიც, რომელთა მიხედვითაც ოზურგეთელი გურულები ჩოლოქს გაღმა სიმღერის მოსაპარავად გადადიოდნენ, სიმღერის მოპარვა შემდეგში მდგომარეობდა: ჩოლოქს გაღმა ქორწილში ან რაიმე თავშეყრაზე სიმღერას მოისმენდნენ, შემდეგ სახლში სულ სიმღერ-სიღერით ბრუნდებოდნენ რომ არ დავიწყებოდათ.
.
ფრენკელის მიხედვით (1878 წელი) გამუსლიმებას ქობულეთში ფორმალური ხასიათი ჰქონდა და მისი დანიშნულება თურქეთის მთავრობისადმი ერთგულების დასტური გახლდათ. ფრეინკელი წერს: „ქობულეთლებმა შეინარჩუნეს თავიანთი წინაპრების ტანსაცმელი, ძალიან ლამაზი გურული კოსტიუმები.“ ასევე წერს, რომ ქობულეთლებში ძალიან იშვიათი იყო მრავალცოლიანობა და ძირითადად ასეთ მოვლენას ადგილი ჰქონდა მდიდარ ბეგებში, რომლებსაც ცოლები სხვადასხვა სოფლებში ჰყავდათ დაბინავებული, უკიდურეს შემთხვევაში კი სხვადასხვა სახლებში. ფრენკელის აზრით ქობულეთლები მრავალცოლიანობას ერიდებოდნენ და ცოლებს სხვადასხვა ადგილზე ბინას იმიტომ მიუჩენდნენ, რომ ქალებს შორის დაპირისპირება და ჩხუბი თავიდან აერიდებინათ.
.
გამუსლიმების ფორმალურ ხასიათზე ასევე საუბრობს ჩხატარაიშვილი, რომლის მიხედვითაც 1878 წელს ქობულეთში მხოლოდ ერთი მეჩეთი იყო და ქობულეთის მოსახლეობა ინახავდა ქრისტიანულ წესებს, ასევე ქობულეთში გავრცელებული იყო ქრისტიანული საგალობლების საფუძვლის მქონე საერო სიღერები.
.
ძალიან საინტერესოა გაზეთ „ტიფლისკი ვესტნიკის“ ჩეხი კორესპონდენტი კოვალსკი ინფორმაცია ქობულეთურ სიმღერებზე. კოვალსკი, რომლიც ქობულეთში 1877 წელს იყო აღნიშნავს, რომ ქობულეთში ეროვნული მუსუკალური შემოქმედება თუერქების ბატონოსბისდა მიუხედავად გრძლდებოდა და ახალ-ახალი სიმღებიც იქმნებოდა. ასევე აღნიშნავს, რომ თურქთა ბატონობამ ამ მხარეს ეროვნული იერი ვერ შეუცვალა და ძველი ქართული წესჩვეულებები, გადმოცემები, სიმღერები და უფრო სრული სიწმინდითაა შემონახული, ვიდრე საქართველოს სხვა მხარეებშიო. ქობულეთის სიმღერებით აღტაცემული კოვალსკი ამ მხარეს „გურიის ტიროლს“ უწოდებდა.
.
წყარო:
.
– ქველი ჩხატარაიშვილი – გურიის სამთავროს შეერთება რუსეთთან 1985;
– А. Френкель – Очерки Чурук-су и Батума (1879 г.)
– დიმიტრი ბაქრაძე – არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში;
– გრავიურა ქობულეთი 1854 წელი;
შეიძლება იყოს შემდეგის ილუსტრაცია: დგომა
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share