ძველი დროში გადმოდიოდენ თათრები და მიყავდენ ხალხი ძალით, იტაცებდენ. ხელს უწყობდა ერისტვები.
.
ამ ხევში იყო ბუღარე მამალაძე. მაგარი გულადი იყო. გამოდიოდა თათრების საწინააღმდეგოთ და არ მარცხდებოდა. მაგას ქონდა იარაღი – მოკლე ლეკური და თან კაჟიანი თოფი. თათრები თუ გადმეიარდა, მაგი თუკი შინ იყო, ნაკლებათ წეიყვანდა კაცს.
.
ბუღარეს სახში არყოფნის დროს მუუტაცებიათ ხალხი. ასულარიენ ფიცროულზე – ფიცროულია ამ გორზე, ვაკე ადგილია ცოტა იქა. გადიარენ იმ გზით და გევიდენ მიორე გორზე გაღმა. ახლა იქ ჩაგუბება ადგილია. იქ დუუნთიათ ცეხლი.
.
აი ბუღარე მივიდა სახში. დაახვედეს ამბავი: წეიყვანეს ხალხიო. იკითხა ბუღარამ: რომელი გზით წევიდა აი თათრებიო. ანიშნენ, – ასე წევიდაო.
.
ბუღარამ ფიცროულზე რო ევიდა, დეინახა ცეხლი. ბუღარამ მივიდა იმ ცეხლის მახლობლათ და დეინახა, რო დიდი ხორხომელა კაცია, რომელიც თუთუნს სმიდა ჩიბუხით. ტყვეეფს ქონდა ბორკილები ფეხეფში. ბუღარამ რომ დოუახლოვდა, გატყდა ჩხირი ფეხის დაბიჯებით. იმ დადიანოღმა (ჩიბუხს რომ სმიდა) დეილაპარიკა: მევიდენ ღორისჭამელებიო. ამ სიტყვის დანთავრება და ბუღარეს თოფის სროლა ერთი იყო. თავი წააზრო იმ დადიანოღს. დანარჩენი თათრები გეიქცა. იგი მოკლა.
.
დაჭირულები წამეიყვანა ბუღარამ სახში. იმ ადგილს დიეთქვა დადიანოღლისნაკლავი.
.
ბუღარე ყოფილა შემთხვევით ზოტში. წამოსულა თათრები ბუღარეს მოსაკლავათ. ბუღარას არ იცნობდა. ბუღარეზა უკითხავს თათარს: ბუღარე მანახვე, საქმე მაქ მასანო. ბუღარას უპასუხია: – ამ წუთში განახვეფო. დაბრუნდა უკან ბუღარე, გეიკეთა ტანზე ლეკური და მივიდა. თათარმა შიეკითხა: რა ქენიო, ნახეო? ბუღარამ შოუძახა, – მე ვარ ბუღარეო, – და ლეკურიც შამოქრა და მოჭრა თავი. იმ თათარს დაპირებული ქონდა, – ბუღარეს თავს მევიტანო, – და თავის თავი დატია.
.
იმ დროში ხევის ცხოვრები ხალხი იყო მიწაში, გამოქვაბულეფში, რომ თათრეფს აშორებოდა. დეეცენ ბუღარას და დაწვენ სახლი. მამა დავარდნილი იყო ლოგიზე და მუუკლეს. რაც შეიძლებოდა იომა, გეიყვანა სახლიდან მამა და დამალა ტყეში. თვითონ გადარჩა ბუღარე. ბუღარამ ყოლგან გეიმარჯვა. მერე თავის დღით მოკტა. დამარხენ ხევისგორაზე. იქინე არის ძველი ნასახტრი. იქ არის ძველი დროის სასაფლაო.
.
მიხეილ მამალაძე, სოფელი ხევი 1963 წელი. ჩაიწერა გრიგოლ იმნაიშვილმა
.
corpora.co
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა