”ალტ-ინფო, რომელიც რომელიც ამართლებს 2008 წლის აგვისტოში რუსეთის შემოჭრას საქართველოში, ცდილობს, ლანჩხუთში ოფისი გახსნას”

ლანჩხუთის საკრებულოს წევრი ენმ-დან, გივი ცინცაძე ე.წ. კონსერვატიული მოძრაობის, იგივე ალტ-ინფოს აქტიურობას ეხმაურება, რომელიც ამჯერად ლანჩხუთში ცდილობს ოფისის გახსნას:

”ჩემო ლანჩხუთელებო!

“კონსერვატიული მოძრაობის” სახელით,იგივე (ალტ ინფო), პრო რუსული პარტია,რომელიც ამართლებს 2008 წლის აგვისტოში რუსეთის შემოჭრას საქართველოში და დღესაც ანალოგიურად უკრანიაში, ცდილობს ლანჩხუთში ფართის მოძიებას.

აქვე შეაგხსენებთ 5 ივლისს, ამ მოძრაობამ, დაარბია კარვების ქალაქი,იძალადეს ჟურნალისტებზე და TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას სიცოხლეც კი შეიწირეს!!

გთხოვთ მეგობრებო,ნუ მიაქირავებთ ფართს და ნუ ავაფრიალებთ ოკუპანტების დროშას ჩვენს ქალაქში….

#დიდებაუკრაინას”  – წერს ცინცაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share