ქალის გვარის განსხვავებული ფორმა ძველ გურიაში

იოსებ მეგრელიძე თავის ნაშრომში (Лазский и Мегрельский слои в Гурийском -1938) იხილავს გურიაში ქალთა გვარების -„ფხე“ დაბოლოებას, მისი აზრით ქალის გვარში „ფხე“ დაბოლავება ისევე გვხვდებდა როგორც ზანურ ენაში.
.
„გურული გვარები თავიანთი ფორმით არ განსხვავდებიან ქართულისაგან, მათი უმეტესობის დაბოლავება არის „ძე“ და „შვილი““ მეგრელიძე აღნიშნავს, რომ ადრე გურიაში ქალებს მხოლოდ მამის გვარით მოიხსენებდნენ, ოღონდ ამ შემთვევაში ქალის გვარის დაბოლავება განსხვავდებოდა, კერძოდ ქალების გვარი მთავრდებოდა „ფხე“ ან „ხე“ მაგალითად:
.
კალანდა-ძე (კაცი) კალანდა-ფხე (ქალი); ბერი-ძე ბერი-ფხე; კილა-ძე კილა-ფხე; დოლი-ძე დოლი-ფხე. მეგრელიძის მიხედვით შემდეგში ქალების გვარის ამგვარად ხსენება დამაცირებელი იყო და თუ კი ვინმესათვის წყენინება უნდოდათ ამგვარად მოიხსენიებდნენ.“ (მეგრელიძე)
.
„ფხე-ს“ პარალელურად „ხე“-ს შესახებ საუბრობს პავლე ინგოროყვა: „ტერმინი „ხე“ დღემდე შენახულა გადმონაშთის სახით ზოგიერთ ქართულ კილოში (ასე, კერძოდ, გურულ კილოში), სადაც იგი ჩვენ გვხვდება საგვარეულო სახელწოდებათა აღსანიშნავად; მაგალითად: ნაკაშიძე (ვაჟი), ნაკაში-ხე (ქალი)“. იქვე „გურულში ეს ტერმინი წარმოდგენილია ორგვარი სახესხვაობით, როგორც „ხე“ და როგორც „ფ-ხე“: ითქმის „ნაკაში-ხე“ და „ნაკაში-ფხე“.
.
რთველი გურიაში – შრომის კულტურის სახლის კედლის მხატვრობა
შეიძლება აქ დახატულია 1 ადამიანი და ხე
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share