ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ფრენბურთში ტურნირი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობას 8 გუნდი იღებდა.
ფინალურ შეხვედრაში გამარჯვება შუხუთის გუნდს ხვდა წილად, მეორეზე- აკეთის, ხოლო მესამეზე ქალაქის გუნდი გავიდა.
გამარჯვებულებს ფულად პრიზებთან ერთად მედლები და თასები ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა გადასცა.