გავრცელებული ინფორმაციით, კენიურმა სასამართლომ ბიძინა ივანიშვილს ხეების ტრანსპორტირების საშუალება არ მისცა და მათი იმპორტი საქართველოში სანებართვო ლიცენზიების არარსებობის მიზეზით აკრძალა. შეჩერებულია ყველა ამოთხრილი ასწლოვანი ბაობაბის ტრანსპორტირება ივანიშვილისთვის, კომპანიას კი, რომელსაც ხეები უნდა ჩამოეტანა, ლიცენზიაც ჩამოართვეს.
ამ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი ენმ-დან კახა ასკურავა და სოციალურ ქსელში წერს:
”ბიძოს ბაობაბებზე იმხელა ამბავი ამტყდარა, თვით BBC- ის ყურადღებაც კი მიუქცევია.
თავად ამოთხრილი და ტრანსპორტირებისთვის გამზადებული ბაობაბების წამოღება კი, თვით კენიის პრეზიდენტის ბრძანებით შეუჩერებიათ” – წერს ასკურავა.