ტელეკომპანია “მთავარის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია იმ ოპოზიციონერებს მიმართავს, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ “რუსთავი 2”-თან და მათ ფეისბუკით მიმართვას:
“ყველა ოპოზიციონერი, რომელიც მოპარულ ჩხარტიშვილის რ2-ში დადის, ძაან მიქარავს. და ყველაფერი იმის ღირსია, რაც იქ დაემართათ უკლებლივ ყველას. ნახევარი წელია, ოპოზიციის შედუღაბებას ვცდილობთ, და ჩვენთან მოსვლა სულ პრობლემაა: ხან დრო არ აქვთ, ხან ჩაეერთვება. გაიხედავ და სტუდიაში ზის კივილ-წივილში გახვეული, შოუებში, სადაც მიზანი ჩხუბი და დაპირისპირებაა. ხოდა, იარეთ, იარეთ, იარეთ, ამინ. ჩვენ კი გადავწყვიტეთ, თქვენს მიმართ დამოკიდებულებას გადავხედოთ”-წერს გვარამია.