სამი ძმაია მოსული ამ სოფელჩი. მაგინი მოსულა აჭარიდან, ქობულეთის რაიონიდან, ხუცუბნიდან. ერთიმიორეში დ̠უუწყიან ლაპარიკი: იქიდან წამუედით, მარა საზღვართან მაინც ახლო ვართო. ერთი გაჯინებულა: მე ამას იქით წამსვლელი აღარ ვარო. გაყოფილარიან მაშვინ და ერთი ძმაი წასულა ასკანაში, მიორე – საჩინოში. მესამე აქანაი დარჩენილა, ამ არდგილზე.
.
საჩინოჲს მჟავანაძნეფს, ასკანის მჟავანაძნეფს და ამ სოფლის მჟავანაძნეფს საწირავი ქონდენ ერთი, ზედობნის ეკლესიაში. ჩვენი ხატი იყო თავარანგელოზის ხატი. აი ხატი იყო იქიდან გამოტანილი. იმიზა იყო საზიარო. ჩვენი ხალხი რომ მოსულა, აქანაი ყოფილა ტყეი. დ̠უუწყიან სამოსახლოჲს გამოკაფვა. ბარჯგეფს დაასობდენ და შამოღობავდენ წკნელით. ზეჲდან დახურვიდენ ისრით ან ჭილოფაჲთ. ამოღებული ისთე იყო, რომ სინათლეს ვერ დეინახვიდი შით, დაპწნილი შკერის წკნელით. შელესვა არ იყო მაშვინ და არც უნდოდა შელესვა.
.
ქარის ხმას სა გეიგონებდი! სულ ტყეი იყო, ქარი არ იცოდა. ყინვა არ იცოდა. ყინვა, რომ გატიალდა, ახლა დეიწყო. საქონელიზა ზამთარში ბინა არ იყო საჭირო. იყო ქალტაში საღამოს ზამთარშიც და ზამფხულში. დღეი ტყეში იყო და ბალახობდა. ბალახათ იყო თლა ყორიფელი, სა იყო აბა ბაღი მაშვინ! ღამე საქონელს გარეთ ვერ დავტიებდით, გელი შეჭამდა. გელი ბრეûლი იყო. დღე რომ თავის დროზე არ მოგენახა საქონელი, მიორე დღეს შეჭმულს ნახვიდი. ვერული ღორიც იყო ამ ტყიეფში, ყანიეფს ჭამდა. ცვიდენ ყანას ღამე, დიეცენ უნდა, თვარა ღორი ანადგურებდა. შველიც ყოფილიყო ბრეûლი. შველი ბალახობდა ტყეში. შველი ზიანს აფერს არ იძლევა.
.
ამ ტყიეფში ყველა სოის ხეი იყო: მუხა, წაბლი, წიფელა, თხემლა, წყავი, თხილი, ცხემლა, ცაცხვი, თელაჲ, ბჟოლი. ურთხელაც (ურთხელაჲც) კი იყო. ტყიური სხალიც იყო. პანტა ვაშლიც იყო. ტყიურ სხალის პანტა სხალს უძახოდით. ურთხელაჲს მასალას სახს უკეთებდენ ბოკონათ. ურთხელაჲს ბარჯგეფს ჩაყრიდენ მიწაში და მუუტენიდენ მიწას ძირში. მიწაში არ დალპებოდა. ნალიეჲს ბარჯგებათაც ხმარობდენ. ცემენტი სა იყო მაშვინ!
.
მთქმელი ეპიფანე მჟავანაძე – 1962 წელი, ჩაიწერა გირგოლ იმნაიშვილმა. (corpora.co); შრომის კულტურის სახლის კედლის მხატვრობა
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა