ტყვეთა სყიდვის ისტორიიდან

ნებისმიერი სახელმწიფო ადამიანებს უმნიშვნელოვანეს რესურსად მიიჩნევს, რაც მეტია ადამიანები მით უფრო მეტია მუშახელი, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები და აქედან გამომდინარე უფრო მეტია შემოსავალი და სამხედრო ძალა. საქართველოს დამორჩლების შემდეგ პირველი რაც გააკეთა რუსეთის იმპერიამ ეს გახლდათ ტყვეთა სყიდვის აკრძალვა, რომელმაც გურიის მაგალითზე ძალიან დიდი შედეგი გამოიღო, კერძოდ გურიის მოსახლეობა რუსეთის შემოსვლისას დაახლოებით 30 000-35 000 ადამიანს შეადგენდა, ხოლო 1868 წელს 70 000-ს გადააჭარბა.
.
როგორც ჩანს გარკვეულ პერიოდში იგივე მიდგომა ჰქონდათ ოსმალებსაც, რომლებიც დამორჩლებისა მთავართა შესაბამისი მოთხოვნის შემდეგ ასევე კრძალავდნენ საქართველოს დამორჩლებული ნაწილებიდან ტყვეთასყიდვას, რისი დასტურიც გახლავთ ოსმალეთის ფადიშაჰის მურატ III -ის 1577 წლის ბრძანება, რომლის შინაარსი შემდეგია:
.
“დამორჩილებული ქართველი ხალხის ტყვედ გაყიდვის აკრძალვა და ტყვეების თავის ოჯახებში დაბრუნების შესახებ
.
არზრუმის ბეგლარბეგს ვუბრძანებ, რომ:
.
იმერეთისა და გურიის მთავრების მიერ გამოგზავნილი ელჩები მთხოვენ, რომ დამორჩილებული ქართველი ხალხის ბავშვები, რომლებიც ტყვედ იყიდება, იპოვნონ და თავის პატრონებს დაუბრუნონ. ვბრძანებ, რომ:
.
ბრძანების მოსვლისთანავე ამ საქმით დაინტერესდი. ზემოთ ხსნებული სამთავროებიდან, დამორჩილებული ქართველი ხალხი ტყვედ არ გაიყიდოს, გაყიდული ტყვეები იპოვნონ და მთავრებს გადასცენ. ამის თაობაზე ყველა კაზაში გააგებინე. კონტროლი გაამყარე რათა ხალხმა არასწორი საქციელი არ ჩაიდინოს.”
.
– წყარო: Osmanlı arşiv belgelerinde Gürcistan ve Gürcüler (საქართველო და ქართველები ოსმალურ საარქივო დოკუმეტებში) მოწოდებულია – გიორგი გრძელიძის მიერ
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share