რა გავიგეთ დღეს და რატომ გავრცელდა ამდენი ინფორმაცია ერთდროულად?

ინფორმაციული დატბორვა პირდაპირი ცენზურის ნაცვლად

რა არის ინფორმაციული დატბორვა და რა კავშირი აქვს ავტორიტარიზმთან.
დავიწყოთ თავიდან – რა გავიგეთ დღეს:

. უქმდება ანტიკორუფციული ბიურო (უერთდება აუდიტის სამსახურს);

. უქმდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური (უერთდება აუდიტის სამსახურს);

. ემიგრანტებს ეკრძალებათ ხმის მიცემა;

. უქმდება ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია;

. იკრძალება ელექტროშოკის შეძენა, ხოლო წიწაკის სპრეის და აკუსტიკური იარაღის შეძენა მხოლოდ შსს-ს ნებართვით იქნება შესაძლებელი;
….. (ათასი სხვა ინფორმაცია – ტრამპის სკანდალიდან დაწყებული, ჭ-კლასის “პოლიტიკოსის” განცხადებით დამთავრებული)

ეს არის ინფორმაციული დატბორვა (information flooding / information overload) ——— სტრატეგია, როცა საჯარო სივრცე მიზანმიმართულად ივსება დიდი რაოდენობის ინფორმაციით.

ინფორმაციული დატბორვა არის არა მხოლოდ დეზინფორმაციის ფორმა, არამედ გადატვირთვის, დაღლილობისა და არასტაბილურობის სტრატეგია, რომელიც ხელს უწყობს პოლიტიკურ ძალას:
• გააკონტროლოს ნარატივი
• შეამციროს წინააღმდეგობა
• შეინარჩუნოს ძალაუფლება

ინფორმაციულ დატბორვას პოლიტიკოსები, სახელმწიფოები და სხვადასხვა ჯგუფები იყენებენ რამდენიმე ძირითადი მიზნის მისაღწევად:

. ყურადღების გადატანა მნიშვნელოვანი თემებიდან
როცა საზოგადოება „იხრჩობა“ ინფორმაციაში, რთულია კონკრეტულ პრობლემაზე კონცენტრირება. ეს საშუალებას იძლევა ხელისუფლებამ ან პოლიტიკურმა ჯგუფმა დაფაროს:
• სკანდალები
• შეცდომები
• არაპოპულარული გადაწყვეტილებები

. კონკურენტული ნარატივების განადგურება
როცა რაღაც თემაზე ერთსულოვნება ან ძლიერი წინააღმდეგობა არსებობს, დიდი რაოდენობით ინფორმაციის შეყრა დისკუსიას აქცევს ქაოსად. ამით მცირდება კონცენტრაცია და ოპონირება.

. ყველაზე მნიშვნელოვანი – კარგი ნიადაგია ავტორიტარული გზავნილების გასამყარებლად

ინფორმაციული დატბორვა ავტორიტარული რეჟიმების თანამედროვე იარაღია. ნაცვლად ცენზურის ან მედიების აშკარა აკრძალვისა, იყენებენ „დატბორვის“ სტრატეგიას, რათა მართონ ინფორმაცია ისე, რომ ფორმალურად თავისუფალი მედიაც არსებობდეს (ჩვენთანაც არსებობს ოპოზიციური მედია. ქ.ოცნება ცდილობს ებრძოლოს ამ მედიებს სხვადასხვა სტრატეგიებით, თუმცა კლასიკური ცენზურის მეთოდებს ნაკლებად ან იშვიათად იყენებს).
ანუ:

არაფერი იკრძალება ღიად

უბრალოდ ყველაფერი „იხრჩობა“ დაუსრულებელ ხმაურში/ქაოსში

წარმოუდგენლად რთული ხდება სიმართლე vs. ტყუილის გარჩევა

შედეგად: ეს ქმნის მოჩვენებით თავისუფლებას, მაგრამ რეალურად ახშობს კრიტიკულ აზროვნებას.

ინფორმაციული ქაოსი იწვევს/ამძაფრებს/აძლიერებს „სტაბილურობის“ მოთხოვნილებას.
როდესაც მოქალაქე მუდმივ ხმაურში ცხოვრობს, ბუნებრივად ეძებს:
• სიცხადეს
• სიმარტივეს
• სტაბილურობას
ავტორიტარები ამას იყენებენ მესიჯის გასავრცელებლად: „ქვეყანას სჭირდება მტკიცე ხელი, რათა დაამყაროს წესრიგი“.
ამდენი ახალი ამბის მიუხედავად, ვერაფერი ვერ გავიგეთ;
და ვერ გავიგეთ ინფორმაციული დატბორვის გამო.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: