ბედნიერი რომ იყო საჭიროა:
1. სხვისი ნეგატიური აზრები და შეხედულებები მათ დაუტოვო და არც კი იფიქრო მაგაზე.
2. მადლიერი იყო ყოველი ლამაზი მოვლენის, ყოველი წვრილმანის, რაც შენს სახეზე ღიმილის მიზეზი ხდება, რადგან ცხოვრება სწორედ ასეთი წვრილმანებისგან იქსოვება.
3. გიყვარდეს უანგაროდ და არ შეიქმნა მოლოდინი ადამიანებთან დაკავშირებით.
4. უსმინო საკუთარ გონებასა და გულს, სხვისი აზრის გამო არ დაიკომპლექსო თავი და განწყობა არ გაიფუჭო.
ბედნიერებისთვის ისიც კმარა, რომ გათენდა და ახალი დღე დაიწყო, შეგიძლია უფრო ბედნიერი იყო, ვიდრე გუშინ; შეგიძლია მეტი სიკეთე გააკეთო და ძვირფას ადამიანებს გული გაუთბო, თუნდაც თბილი და იმედიანი სიტყვებით…
სიცოცხლე ფასდაუდებელი საჩუქარია, თუნდაც იმიტომ, რომ იმ ადამიანებს გვჩუქნის, ვინც საკუთარი სიცოცხლესავით გვიყვარს.
☕დილა სიკეთისა და სიხარულისა, მეგობრებო❤
ია კარგარეთელი
jolo.ge