გურიის კომიტეტის სასიკვდილო “განაჩენები”

1905-1906 წლების გურიის აჯანყების ჩახშობის შემდეგ, გურიაში სტუაცია არ დაწყნარებულა 1906-1907 წლებში კვლავ აქტიურად მუშაობდა გურიის კომიტეტი, რომელიც სხვადასხვა ადგილზე აწყობდა რევოლუციურ „აფეთქებებს“. კომიტეტის კვლავ ახერხებდა იარაღის შეძენას და ახორციელებდა თავდასხმებს ჩინოვნიკებზე და საიმპერიო დაწესებულებებზე. შეიძლება ითქვა, რომ აჯანყების ძირითადი ფაზის ჩახშობის შემდეგ კომიტეტი ახორციელებდა “შურისძიების” აქტებს და სასიკვდილო “განაჩენები” გამოუტანა გურიაში სადამსჯელო ოპერაციის ხელმძღვანელებს მაკსუდ ალიხანოვ-ავარსკის და კაპიტან ერმოლოვს, იგივე განაჩენი გამოუტანა იმათაც ვინც სადამსჯელო ოპერაციის დროს რუსეთის მთავრობასთან თანამშრომლობდა.
.
კომიტეტის გადაწყვეტილებით სხვადასხვა დროსა და ვითარებაში მოკლეს – პრაპორშჩიკი ღლონტი, აზნაური კვაშალი, ვაჭარი შარაშენიძე, იუნკერი მგელაძე, ზემდეგი ვასაძე, მელიტონ გოთუა, ვაჭარი ჭანიშვილი, სამსონ გოთუა და ტრაპაიძე.
.
ალიხანოვზე პირველი თავდასხმა ქუთაისში მოხდა, რა დროსაც ალიხანოვს ბომბები დააყარეს, მაგრამ მისი მოკვლა ვერ შესძლეს. მიუხედავად ამისა კომიტეტის დავალებით ალიხანოვი მალევე ალექსანდროპოლში მოკლეს.
.
რაც შეეხება კაპიტან ერმოლოვს (რომელიც 1906 წლიდან ოზურგეთის მაზრის უფროსი გახდა) გურულებმა მისი მოკვლა რამდენჯერმე სცადეს. 1907 წლის 5 აგვისტოს ბათუმში მყოფ ერმოლოვს და მის ცოლს გურულებმა ბომბები ესროლეს, თავდასხმის შედეგად ერომლოვი და მისი სოლი დაიჭრა. თავდამსხმელი ბომბისტებიდან კაზაკებმა ერთი მოკლეს, ორი მათგანი კი თიკანაძე და აროშიძე დააკავეს. გურიის კომიტეტმა შეძლო ციხის ზედამხედველის კოზლოვსკის მოსყიდვა და 8 აგვისტოს ორივე მათგანი ბათუმის ციხიდან გაიქცა. შემდეგში რუსებმა თიკანაძის დაკავება შესძლეს და სიკვდილით დასაჯეს.
.
ვინაიდან რუსებმა იცოდნენ, რომ გურულები ერმოლოვზე შურისძიების განზრახვაზე ხელს არ აიღებებდნენ და დაჭრილი ერმოლოვის დასაცავად ბათუმის საავადმყოფოს შესასვლელში, ასევე მის პალატასთან პლასტუნების ბატალიონის კაზაკები დააყენეს.
.
ბათუმის საავადმყოფოდან ერმოლოვი 10 კაზაკის თანხლებით მალულად გამოიპარა და ოზურგეთისაკენ დაიძრა, თუმცა ოზურგეთში ჩასვლამდე ნატანების სადგურზე გურულებმა ერმოლოვის მოკვლა კვლავ სცადეს, ერომოლოვი ამ შემთხვევაშიც გადარჩა, თავდასხმელი “ტერორისტი” ბარამიძე კი შეტაკებისას კაზაკებმა დააკავეს.
.
ნატანებიდან წამოსული ერომოლოვი ოზურგეთში 18 აგვისტოს ჩამოვიდა. იმავე დღის საღამოს მილიციონერმა ბერიძემ ერმოლოვს ამბავი მოუტანა, რომ კომიტეტმა ამჯერად მისი მოკვლა დაავალა უშიშარ და თავზე ხელაღებულ ბომბისტს კოწია ჟღენტს, რომელიც მის მოსაკლავად უკვე ჩამოსულიყო ოზურგეთში და იმყოფებოდა ექვთიმე დონაძის სახლში. ერმოლოვის დავალებით ბერიძემ სტრაჟნიკებთან ერთად დონაძის სახლისკენ გასწია, მისვლისთანავე სახლში მყოფებმა სტრაჟნიკებს ცეცხლი გაუხსნეს და ბრძოლა დაიწყო, რის შემდეგაც ადგილზე ერომოლოვი მივიდა და სახლში მყოფ ბობისტებს დანებება შესთავაზა, რასაც პასუხად სროლა მოყვა. ერმლოვის ბრძანებით დონაძის სახლს ცეცხლი მოუკიდეს, მაგრამ კოწია ჟეღენტმა, ექვთიმე დონაძემ და სახლში მყოფმა სხვა ბობისტებმა გაქცევა შესძლეს.
.
ერომლოვი ოზურგეთში მუდმივი დაცვის ქვეშ ცხოვრობდა 1908 წლის თებერვალამდე, ანუ იქამდე სანამ ოზურგეთიდან გადაიყვანდნენ.
.
მოზადებულია გ. ა. ზატერიანნის „გურიის რესპუბლიკის“ მიხედვით (1911 წელი).
.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share