ნიკოლოზ დუნკელ-ველინგი “გურიის შესახებ ჩანაწრებიდან”

მხარის ღირებულებები ამ დრომდე პარტრიარქალურია და მათი უმრავლესობა მკითხველს ჰომეროსის დროს გაახსენებს. აღწერისას ამ ქვეყნის ისტორიასაც შევეხები, რამდენადაც ამის შესაძლებლობას იძლევა იმ ხალხის წარსული, რომელთა თაობები ყველა მნიშვნელოვან მოვლენას ერთმანეთს თქმულებებით გადასცემდნენ.
.
გურულების ქვეყანა მდებარეობს ორი ძლიერი ქვეყნის თურქეთის და იმერეთის სამეფოს შორის, მიხედავად ამისა მათ მაინც შეინარჩუნეს დამოუკიდებლობა, რასაც უნდა გურულები უნდა უმადლოდნენ თავიანთ მებრძოლ სულს, რომელმაც აიძულა მეზობლები არამარტო პატივი ეცათ მათთვის, არამედ მათი მოკავშირეობის მაძიებელნიც გამხდარიყვნენ. თუმცა თავისუფლების შენარჩუნებასთან ერთად მათ იმავე თურქებისა და იმერლებისაგან წესჩეულებებიც გადაიღეს, მაგრამ არა პირდაპირ არამედ მიუსადაგეს თავიანთს. – სწორედ ასეთ ნაზავს წარმოდგენს მათი უცნაური ზნე-ჩვეულებები, ძნელია გაერკვე მათგან, რომელი შემორჩათ მათი წინაპარი ლაზებისაგან და რომელი წარმოიშვა შემდეგში. მაგრამ მიუხედავად ამისა ეს ყველაფერი ძალიან მიმზიდველია მათზე დაკვირვების სურვილის მქონე ადამიანისათვის.
.
აღნიშვნის ღირსია ის, რომ გურულებმა კავკასიის ხალხებს შორის ყველაზე უფრო ნაკლებად გადაიღეს ევროპული წესები, სწორედ იმიტომ, რომ ძველს უფრო მეტად სცემენ პატივს. რა თქმა უნდა ეს ქვეყნის ადგილმდებარეობის გარდა გამომდინარეობს იქედან, რომ მთის მოსახლეობის გარდაქმნა განსაკუთრებით ძნელია. ბუნების მარადიული სილამაზით გარშემორტყმულ ხალხში ძალიან უცნაურად გამოიყურება ევროპელთა ცხოვრების წესები, თუმცა თუ კი გურულებმა ჩათვალეს, რომ რომელიმე ევროპული წესი მათ წესებზე უპირატესია, ამის აღიარების გარეშე ცდილობენ შეუთავსონ საკუთარ გემოვნებას და შეიქმნან თავიანთი თვითმყოფადი ფუფუნება.
.
გურულებში ჩვენ ვხედავთ ფანატიზამამდე მისულ ღვთისმოსაობის ნაზავს, რომელიც შედგება ერთის მხრივ ყველა მარხვის მკაცრი დაცვას და მეორეს მხრივ იმ იდეებისაგან რომლებიც ერთი შეხედვით დაუშვებელია ქრისტიანისათვის. მაგალითად დიდ ცოდვად ითვლება არ დაიცვან მარხვა ოთხშაბათს ან პარასკევს, მაგრამ იმავე დღესვე იგივენი მზადა არიან თურქებს მიყიდონ, როგორც მისი ისე სხვისი შვილი ან დაუნდობლად მოკლან ადამიანი. ეკლესიაში გულმხურვალე ლოცვასთან ერთად გურულს იქვე შეუძლია შეუთანხმდეს რამდენიმე ამხანაგს ძარცვასა და ყაჩაღობაზე ისე, რომ ასეთი ქმედება არ ჩათვალოს ღვთისმგმობელობად და წმინდანთა შეურაცყოფად.
.
სისხლის აღების წესს გურული მკაცრად არ იცავს და არც სავალდებულოდ არ მიაჩნია მისი დაცვა, განსხვავებით კავკასიელი მთილებისაგან ის მტერზე შურს იძიებს თუ ეს შესაძლებელია, მაგრამ მათდაგვარი შურისძიების დაუოკებელი წყურვილი არ გააჩნია, თუმცა უნდა ითქვას, რომ გურული მდაბიო ხალხი არც ისეთი სტუმართმოყვარეა, როგორც აბხაზი ან ჩეჩენი და მისთვის ისთივე წმინდა და საპატივცემლო არ გახლავთ მისი სისხლი. ის მკაცრია, როგორც მთიელი, მაგრამ მასში უკვე აღარ არის პირველყოფილი ზნე ჩრდილოელი მეზობლისა და მიღებული აქვს თურქული მზაკვრობა, ფუფუნება და სიამტკბილობა, აგრეთვე ასევე მასში არ არის უბრალო და ალერსიანი იმერელი გლეხი.
.
თავადაზნაურობა წარმოადგენს მდაბიოებთან სრულიად შეუთავსებელ დიდად პატივსაცემ კასტას. მათაც გადმოიღეს თურქებიდან ზოგიერთი წესჩვეულებები, თუმცა ზნეობრივი თვალსაზრისით დარჩნენ ხალხის ისეთივე მამაც და ღირსეულ წარმომადგენლად, როგორიც იყვნენ ძველ დროში. – ამის გამო მათ ყოველ საქციელზე დაინახავთ დიდ ზნეობრივ განსხვავებას მაღალი და მდაბიო კლასის წარმომადგენელებს შორის.
.
თუმცა უნდა ითქვას, რომ მათ შორის რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხების წერტილი არსებობს: ესაა, თანდაყოლილი სიამაყე, სიმამაცე და ფუფუნებისაკენ ლტოლვა, მაგრამ არა ჩვენთვის ნაცნობი ევროპულისადმი ფუფუნებისადმი, არამედ ყოველგვარი აზიურისადმი, რაც მათ შეითვისეს აღმოსავლეთისაგან: ესაა მსახურთა სიმრავლე, იარაღი, ცხენები და ღირსესანიშნავ დღეებში სტუმრების უხვი გამასპინძლება.
.
ყველა გურული უსათუოდ მამაცია, განსაკუთრებით კი თავადაზნაურობა, ამ შემთხვევაში მდაბიოთაგან განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ სიმამაცე მათ სისხლში აქვთ და თაობებიდან გადმოეცემათ და გლეხობისგან განსხვავებით ისინი სისხლის ანგარებითი აღრევას არ დაუშვებენ. როგორც უკვე ერთხელ ვთქვი სწორედ მათი სიმამაცეა იმის მიზეზი, რომ მიუხედავად ძლიერი მეზობლებისა დამოუკიდებელნი არიან და მიუხედავად მათი მცირერიცხოვნობისა საომარ პირობებში მათი ბრძოლისუნარიანობის გამო ნებისმიერი ქვეყნისათვის დიდ საფრთხეს წარმოადგენენ.
.
რაც შეეხება ფუფუნებასა და სიამტკბილობას, ერთი შეხედვით ღარიბი დაბალი კლასის მოსახლეობას ამაზე გაფიქრების საშუალებაც კი არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ სინამდვილეში მდაბიო გურული ყველაზე საზარელ დანაშაულზეც კი წავა, რომ მიიღოს მისთვის გასაგები ფუფუნებისათვის საჭირო ნივთები და ნეტარება. – ისინი ანგარებისმოყვარულნი არიან არა იმიტომ, რომ რაიმე ნივთი შეიძინონ, არამედ იმიტომ რომ დაიკმაყოფილონ თავიანთი ვნებები, რომლებიც მათგან ყველაზე მდაბიოსაც კი თანდაყოლილად დახვეწილი აქვს ყოველგვარი სიუხეშის გარეშე.
.
ზემო აღნიშნული ამ გაუნათლებელ ხალხში ძალიან უცნაური მოვლენაა, უბრალო გურული გლეხი, რომელსაც წარმოდგენაც არა აქვს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ჩველებრივ საგანზეც კი, რომლისათვისაც უცნობია მაღალი კლასისა და განათლებული საზოგადოების ცხოვრების პირობები, მაღალი წრის წარმომადგენელთა საზოგადოებაში ან ისეთ გარემოში მოხვედრისას, რომლის ბრწყინვალებამ ერთი შეხედვით გურული უნდა დააბრმავოს, იგი კი არ დაიკარგება, არამედ პირიქით გამოიჩენს საოცარ ტაქტს, თავაზიანობას და საზრიანობას.
.
ჩემი აზრით ეს ბუნებიდან მინიჭებული განსაკუთრებულობა გურულებს ძალიან ბევრ ერზე მაღლა აყენებს. მაგრამ განათლებასთან ერთად მთიელთა ეს უნარი შესაჩნევად იკლებს, თუმცა იგივე თვისებები კვალს ტოვებს მათ ცნობიერებაში და განსაკუთრებულად კეთილშობილ ამაყ ხასიათში. თავადაზნაურობაშიც იგივე ტაქტი და სიმშვიდეა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ხანდახან ეს ღირსებები მათი გაჭიანურებული კუდაბზიკობისას უფასურდება. საერთოდ კი, როგორც ერთმანეთთან, ისე რუსებთან ურთიერთობაში არ კარგავენ სააკუთარ ღირსებას, ძალიან თავაზიანი და წინდახედულნი არიან.
.
ხანდაზმულთა მიმართ პატივისცემა პატრიაქალური დროინდელია და მთელი თავისი ძლევამოსილებთაა შენარჩუნებული. ზრდასრული ასაკის შვილიც კი ვერ გაბედავს დაჯდეს ვერც მამისა და ვერც მისივე წოდების მასზე ასაკით უფროსი მამაკაცის წინ. ვახშმობენ მშობლებთან ერთად მაგრამ ეს ყოველ ჯერზე ისეთი მოვლენაა თითქოს შვილი განსაკუთრებულ წვეულებაზე იყოს მიწვეული. არცერთი ხმამაღალი სიტყვა არ შეიძლება ითქვას შვილების მიერ არც მამის და არც მასზე ასაკით უფროსი მამაკაცის თანდასწრებით, ყველაზე უფრო სწორედ ამ მოვლენაში იგრძნობა ასაკით უფროსი ადამიანის მიმართ პატივისცემა.
.
ოჯახის შვილებში თითქმის მამის პატივით სარგებლობს უფროსი ძმაც, რომელიც მამის გარდაცვალების შემთხვევაში იკავებს ოჯახის უფროსის ადგილს და ამ დროიდან მას უფლება აქვს მოითხოვოს უმცროსი და-ძმისაგან იგივე პატივისცემა, რაც მამას ჰქონდა, ასეთ შემთხვევაში დედაც კი რაღაც სახით ემორჩილება მის ნებას და გადაწყვეტილებებს, თუმცა ინარჩუნებს შვილის მხრიდან მასზე ზრუნვისა და მისდამი პატივისცემის მიღების უფლებას. უმცროსი შვილები თავიანთ მოვალეობად თვლიან არამარტო დაემორჩილონ მამასა და უფროს ძმას, არამედ ემსახურებიან მათ და ცდილობენ მოსამსახურეებივით ასიამოვნონ. – ამ ჩვეულებას, რომელსაც აშკარად ატყვია სიძველის კვალი წმინდად ინახავს ყველა სამხრეთკავკასიური ტომი, განსაკუთრებით კი გურულები.
.
– დუნკელ-ველინგმა გურიაში იმოგზაურა 1850 ან 1851 წელს, წერილი გამოქვეყნდა 1853-1854 წლებში გაზეთ კავკაზში (Кавказ), სულ გამოქვეყნდ ხუთი წერილი ეს გახლავთ ბოლო წერილის ფრაგმენტი
.
– გურიელების საბრძოლო დროშა წარწერით – “მტერთა მეფეთა უძლეველი წინამბრძოლი”
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
მოამზადა კახა  ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share