გურიის მოამბე

პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, იურიდიულად რას გულისხმობს ტერმინ „მტრულ სახელმწიფოში“ პროკურატურა?

როდესაც სახელმწიფო თავის მოქალაქეს აბრალებს სხვა მტრულ სახელწმიფოსთან ურთერთობას, თან ღია პოლიტიკურ ურთიერთობებზეა საუბარი და არა შპიონაჟზე, აქ რამდენიმე საკითხია აუცილებლად გასარკვევი.
ირაკლი მელაშვილი
პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, იურიდიულად რას გულისხმობს ტერმინ „მტრულ სახელმწიფოში“ პროკურატურა? ვინ დაადგინა ოფიციალურად, რომელია საქართველოსთვის მტრული სახელმწიფო? რომელი დოკუმენტის საფუძველზე? პროკურატურა არ არის უფლებამოსილი თავად, დამოუკიდებლად გადაწყვიტოს ეს საკითხი.
დემოკრატიულ ქვეყნებში ძირითადათ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიული დოკუმენტები და კონცეფციები განსაზღვრავს, რომელია მტრული სახელმწიფოები და რა კრიტერიუმებით ხდება ამ სიაში რომილემ ქვეყნის შეყვანა. ამ დოკუმენტით მტრული სახელმწიფოების სიაში მოხვედრა არის უცხო ქვეყნისთვის ასეთი სტატუსის ოფიციალურად მინიჭების ერთადერთი საკანონმდებლო საფუძველი. უსაფრთოხების პოლიტიკურ დოკუმენტებში, როგორც წესი მითითებულია, თუ რა მიზეზებით ენიჭება სახელმწიფოს ეს სტატუსი. მაგალითად: დიდი ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია (NSS 2025) პირდაპირ საუბრობს “მტრულ სახელმწიფოებზე” (hostile states) და “მოწინააღმდეგეებზე” (adversaries). აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია (NSS) გამოყოფს მტრულ სახელმწიფოების ორ ძირითად ჯგუფს, ევროკავშირის სტრატეგიული კომპასი (Strategic Compass, 2022 წელი) და სხვა დოკუმენტები (მაგ., ევროპული უსაფრთხოების სტრატეგია) ასევე მოიცავს მტრული სახელმწიფოების თემას. დავძებნე და საქართველოს არც ერთ პოლიტიკურ დოკუმენტში დასავლეთის ქვეყნები არ არის შეყვანილი „მტრული სახელმწიფოს“ რიგებში. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის დოკუმენტში კი აშშ, (7.1 პუნქტი) ევროკავშირი (5.2) და უკრაინა (7.2) არათუ მტრულ სახელწმიფოებად, არამედ სტრტეგიულ მოკავშირეებად მოიხსენიებიან. ეს დოკუმენტი ძალაშია და არავის გაუქმებია, ასე რომ, ჩემი აზრით, დღეს საქართველოს პროკურატურამ თავად უხეშად დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა, გადააჭარბა საკუთარ უფლებამოსილებებს, როცა თვითნებურად მიანიჭა დასავლეთის ქვეყნებს მტრული სახელმწიფოს სტატუსი. ნებისმიერ ნორმალურ ქვეყნაში კანონის ასეთი დარღვევა თავად გენპროკურორის იმფიჩმენტის საფუძველი გახდებოდა, ხოლო დამოუკიდებელი სასამართლო ასეთი “მტკიცებულებით” აღჭურვილ სახელმწიფო ბრალდებელს შარლატანობისთვუს პანჩურით გამოაგდებდა სასამართლოს დარბაზიდან.
მეორე საკითხია, რომ მთავრობას, თუნდაც ოფიციალურად ჰქონდეს დადეგნილი მტრული სახელმწიფოების სია, მან ამის შესახებ უნდა აცნობის საკუთარ მოქალაქეებს, რათა მოქალაქე ინფორმირებული იყოს ასეთ სახლმწიფოსთან მისი ურთიერთობის დაუშვებლობაზე. თუ არც ერთი არსებობს და არც მეორე, მაშინ რის საფუძველზე წარუდგენენ ბრალს ნებისმიერ მოქალაქეს “მტრულ სახელწმიფოებთან ურთიერთობაზე”, თუ ბრალის წარგენის დღისათვის სახელმწიფოს არც ერთი ოფიციალური აქტით არ იყო დადგენილი ასეთი სახელმწიფოების არსებობა?
რას ნიშნავს ტერმინი “თანამშრომლობა სხვა სახელწმიფოსთან?” მაგალითად, მე ღიად და საჯაროდ ვაკრიტიკებდი როგორც შევარდნაძის, ასევე სააკაშვილის ხელისუფლებებს, კორუფციის, ადამიანის უფლებების დარღვევის თუ სხვა პოლიტიკური საკითხებისადმი ჩემი განსხვავებული შეხედულებებიდან გამომდინარე. ამას ვაკეთებდი როგორც ქართველებთან, ასევე უცხოელებთან ურთიერთობაში, მედიაში, პირისპირ საუბრებში თუ კონფერენციებზე, მათ შორის მოვითხოვდი, რომ დემოკრატიულ ქვეყნებს მიეღოთ ზომები იმ თანამდეობის პირების მიმართ, ვინც ჩართული იყო კორუფციასა და საქართველოს მოქალაქეების უფლებების მასობრივ შელახვაში. თუ ეს ვინმეს აზრით “სხვა სახელწმიფოსთან თანამშრომლობაა”, გილოცავთ, თქვენ სსრკ-ში დარჩენილხართ. ეს იყო საბჭოთა პრაქტიკა, როცა უცხოელებთან მშობლიური სსრკ-ს კრიტიკა იკრძალებოდა და რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში აღორძინდა, მაგალითად, რუსეთსა და ბელარუსში. ინფორმაციისათვის, 1975 წლიდან მოყოლებული, როდესაც ჰელსინკში ხელი მოეწერა ევროპის უშიშროების და თანამშრომლობის დოკუმენტს, ადამიანის უფლებების, თავისუფალი არჩევნების, სიტყვის თუ მედიის თავისუფლებების დაცვის საკითხები უკვე აღარ არის ქვეყნების მხოლოდ საშინაო საქმე, იგი წევრი ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან მონიტორინგს ექვემდებარება. საქართველო კი ამ დოკუმენტს მიერთებულია, ანუ იურიდიული ვალდებულა აქვს შეასრულოს მისი მოთხოვნები.
” დასავლეთის იმპერილისტურ, მტრულ ქვეყნებთან” თანამშრომლობის მოტივით საქართველოში ბოლო გასამართლებულები იყვნენ ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა და სხვა ქართველი დისიდენტები, გასული საუკუნი 80-იანი წლების დასაწყისში. ისინი მაშინდელი ხელისუფლების და პროკურატურის აზრით მტრულ არხებს სსრკ-ზე, საბჭოთა სისტემასა თუ ქვეყნის პოლტიკურ ხელმძღვანელობაზე მადესკრიდიტირებელ ინფორმაციას აწვდიდნენ და ეწეოდნენ ანტისაბჭოთა აგიტაცია – პროპაგანდას. მე-20 საუკუნი 80-იანი წლების მეორე ნახევრიდან ამას სსრკ-ც აღარ შვებოდა. დემაგოგიის თავიდან ასაცილებლად სპაციალურად ხაზს ვუსვავ, მე მაშინდელ დისიდენტებს არ ვადრი, ახლანდელ ოპოზიციონერ ლიდერებს, ძალიან კარგად ვიცი, რომ ცა და დედამიწაა სხვაობა. მაგრამ ეს არ ცვლის ხელისუფლებების ქმედებებისადმი ჩემს დამოკიდებულებას. მე ვადრი მაშინდელი და ახლანდელი ხელისუფლების პოლიტიკას ამ კუთხით. ვინაიდან სსრკ-ს დროს, ოფიციალური პროპაგანდა განსხვავებულად მოაზროვნეებს, ვინც იბრძოდა სსრკს პოლიტიკის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებების და დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად მოიხსენიებდა „დასავლეთის აგენტებად“. აგრეთვე ვაფასებ იმ ხალხის რეაქციას, ვინც დღეს ამართლებს პროკურატურის მიერ ოპოზიციის ლიდერების მიმართ მტრულ ქვეყნებთან თანამშრომლობის მოტივით სისხლის სამართლის საქმის აღძვრას. საზოგადოების ამ ნაწილის რეაქცია და არგუმენტები ანალოგიურია სსრკ-ს დროინდელი ტელევიზიით შრომითი კოლექტივების წარმომადგენლების გამოსვლებისა, რომლებიც მკაცრად გმობდნენ დისიდენტების, შემდეგში კი ეროვნული მოძრობის ლიდერების “ანტისახელწმიფოებრივ”, ე”ქსტრემისტულ” საქმიანობას და “იმპერიალისტურ ქვეყნებთან მათ თანამშრომლობას”. შეგიძლიათ მაშინდელ არქივებს გადახედოთ და დარწმუნდებით, რომ ერთი ერთშია მაშინდელი და ახლანდელი ქოცების არგუმენტები. (როგორც ჩანს, მაშინაც ესენი იყვნენ)😂🤣 ასე რომ, Back in the USSR!
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights