საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
,,ქოცებმა დღეს დაიჭირეს ვინმე ვაკელი მანჩო, რომელიც 2013 წელს შემომივარდა პიცერიაში და რაღაც საგნებს მესროდა.
ამჯერად ეთნიკურად აზერბაიჯანელ ჩვენს თანამოქალაქეებს მიუხტა თავის ბანდასთან ერთად.
ასე რომ ძველი გოგო დააკავეს, მაგრამ რა თქმა უნდა, არავინ ჩასვამს “აბა ყვავებს ვინ დაიჭერს კარგო”.
ივანიშვილის ბოლო დასაყრდენები სწორედ მანჩოებია.
ბიძინა ჩაერიე დროზე და გაათავისუფლე შენი ერთგული მომხრე! იცოდე სხვა შემთხვევაში ძველბიჭები და ძველგოგოები განგიდგებიან, არადა აქამდე მაგათ მხრებზე მოიტანე.”-წერს სააკაშვილი.








