“ის წერილი არ იყო გიორგი გახარიას მიერ დაწერილი და შეიძლება შეწუხებულიც კი იყო, რადგან ეს როლი მოირგო”

“ვინც კი იცნობს ბადრი ჯაფარიძეს შორიდან მაინც, სიტყვა ტყუილი და ბადრი ჯაფარიძე არის აცდენილი ერთმანეთთან. ჯაფარიძე ყოველთვის ამბობდა, რომ ის არ იყო შუამავალი, წერილი გადმოგვცა ჩვენ, მე და ბადრის. როგორ შეიძლება ბადრი ჯაფარიძე იყოს შუამავალი როცა ის, ისეთივე თანამფლობელია და ისევე მართავდა ჩვენს კომპანიებს, როგორც მე. გახარიამ ბადრის გადასცა წერილი მის კაბინეტში. კიდევ ერთხელ მივმართავ პროკურატურას, მივმართავ გომელაურს, იმიტომ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში შესვლა-გამოსვლა არის ფიქსირებული, ამოიღოს ნოემბრის შესვლა-გამოსვლა და ეს საქმე განახლდეს. თუ არ განახლდება მაშინ საქმე გვექნება სახელმწიფოებრივ დანაშაულთან, რომელიც დანაშაულს აფარებს ხელს. გიორგი გახარიამ ბადრი ჯაფარიძეს სთხოვა შეხვედრა და ასეც მოხდა. ის მაშინ მინისტრი იყო და რა თქმა უნდა, ჩვენთან არ მოვიდოდა ოფისში, მივიდა ბადრი. მან გადმოსცა წერილი და ეს ყველამ იცის. მე არ მინდა ვინმეს რამე დავაბრალო, გახარიას სასარგებლოდ მინდა ვთქვა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ის წერილი არ იყო გახარიას მიერ დაწერილი და შეიძლება შეწუხებულიც კი იყო, რადგან ეს როლი მოირგო”, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

აღნიშნულ ინფორმაციას “ლელოს” პრესსამსახური ავრცელებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share