შვედი აქტივისტი, გრეტა თუნბერგი 11 ნოემბერს თავისუფლების მოედანზე აქციას აანონსებს

შვედი აქტივისტი, გრეტა თუნბერგი 11 ნოემბერს თავისუფლების მოედანზე აქციას აანონსებს. 

გრეტა ტუნბერგი გამოქვეყნებულ პოსტში აზერბაიჯანში ილჰამ ალიევის ხელისუფლებაზეც საუბრობს და მას მმართველობას რეგიონში “ივანიშვილის, პუტინის, ერდოღანისა და ირანის თეოკრატიული რეჟიმის” მმართველობას ადარებს.

თუნბერგი ერთი კვირაა, თბილისში იმყოფება.

4 ნოემბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მყოფმა თუნბერგმა მხარი დაუჭირა საქართველოს ოპოზიციას, რომელიც გაყალბებულად მიიჩნევს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და საპროტესტო აქციებს მართავს.

შვედი აქტივისტი მის მიერ დაგეგმილ აქციაზე X-ზეც წერს:

„შემოგვიერთდით, როდესაც გავერთიანდებით ავტორიტარიზმისა და ექსპლუატაციის ტალღის წინააღმდეგ, რომელიც ვრცელდება კავკასიაში“, – წერს აქტივისტი პლატფორმა X-ზე და დასძენს: „ჩვენ მხარს ვუჭერთ რეალურ თავისუფლებას, თანასწორობას, სამართლიანობას და რეგიონს, სადაც ხალხი ეპირველ ადგილზეა და არა სარგებელი“.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share