თბილისში მყოფმა შვედმა აქტივისტმა გრეტა ტუნბერგმა 11 ნოემბერს, 19:00 საათზე, თბილისის თავისუფლების მოედანზე ავტორიტარიზმის, “ყალბი მწვანე მარკეტინგის”, ომისა და კაპიტალისტური ექსპლუატაციის წინააღმდეგ აქცია დააანონსა.
“შემოგვიერთდით ჩვენს მიტინგზე ავტორიტარიზმის ტალღისა და ექსპლუატაციის წინააღმდეგ, რომელიც კავკასიას მოედო. აზერბაიჯანი, COP29-ის [რედ. გაეროს კლიმატის ცვლილებების 29-ე კონფერენცია] ფასადად გამოყენებით, კონტროლს აძლიერებს ყალბი “მწვანე” დღის წესრიგის ქვეშ, ძალაუფლებას უფრო მეტად ებღაუჭება და რეგიონულ დაძაბულობას ზრდის”. – წერს ტუნბერგი Instagram-ზე.
გრეტა ტუნბერგი გამოქვეყნებულ პოსტში აზერბაიჯანში ილჰამ ალიევის ხელისუფლებაზეც საუბრობს და მას მმართველობას რეგიონში “ივანიშვილის, პუტინის, ერდოღანისა და ირანის თეოკრატიული რეჟიმის” მმართველობას ადარებს.
შვედი აქტივისტი განცხადებაში ასევე ხაზს უსვამს რეგიონში ავტორიტარიზმისკენ გადახრაში “კოლექტიური დასავლეთის როლს”:
“დასავლურ ძალებს წვლილი მიუძღვით კავკასიელი ხალხის ტანჯვასა და რეპრესიაში”. – წერს ტუნბერგი.