ჟურნალისტი ვახო სანაია სოცქსელში წერს:
სასოწარკვეთილი ივანიშვილი იქცევა, როგორც წაგებული, რადგან ყველაზე კარგად თავად იცის, რომ მარცხისთვისაა განწირული.ამომრჩეველი სულ უფრო ბრაზდება, გრძნობს თავის ძალას, უდიდეს უპირატესობას, არ ეშინია და ერთი სული აქვს ბოლო მოუღოს ამ რეჟიმს.დასავლეთი იქცევა ისე, როგორც ქართველი ხალხის პარტნიორებს ეკადრებათ.ოპოზიციამ უნდა იმოქმედოს ისე, როგორც ახალ კოალიციურ მთავრობას შეეფერება – არა მხოლოდ არჩევნების მერე, არამედ არჩევნებამდეც – აჩვენოს ძალა საქმეზე ლაპარაკით, ესაუბროს ხალხს, როგორ შეასრულებს აღებულ ვალდებულებებს.არა აქვს მნიშვნელობა ,,ქართული ოცნების” არც ბანერებს, არც სიტყვებს, არც აკვარიუმებს, არც პროპაგანდას, არც ტიტუშკებს, საერთოდ არაფერს. არავის ეშინია მათი, პირიქით, მათ ეშინიათ ხალხის. რა ოცნება, რის ოცნება, ვინ ჩემი ფეხები არიან.უბრალოდ, უნდა ავდგეთ და საარჩევნო ყუთებთან წავლეკოთ ივანიშვილის ხელისუფლება.