არჩილ თალაკვაძესთან მიმდინარეობს ძალიან სერიოზულ თემაზე კონსულტაციები, რისი თქმის უფლება სანამ ეს შეთანხმება არ მოხდება, ბუნებრივია არ მაქვს – აცხადებს “ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე.
შეგახსენებთ, “ქართული ოცნების” 170 კაციან საარჩევნო სიაში თალაკვაძე არ არის.
რამდენიმე დღის წინ, “მთავარმა არხმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას არჩევნების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა შესთავაზეს, იანვრიდან კი მინისტრობა.