“ოცნება” როგორი უღირსიცაა, ისეთები უნდათ გახადონ ადამიანები”

“ყველა ერთნაირები როგორ არიან?! გეგონება ლატარიაში არიან მოგებულები”- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა ტვ პირველის გადაცემაში- “დღის ამბები.”

ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, თუ რა მივიღეთ ოცნების ხელისუფლების 8 წლიანი მმართველობით

“ხელისუფლებისგან და პირადად ბიძინა ივანიშვილისგან მივიღეთ სრული ჩაცმული ტყუილები, უსამართლობა, ადამიანების დაჩაგვრა და განადგურება, ღირსების შელახვა. ყველა ერთნაირები როგორ არიან?! გეგონება ლატარიაში არიან მოგებულები – ყველა ერთნაირი უღირსია და ასე ცდილობენ მოსახლეობის ნაწილისგანაც შექმნან ასეთი უღირსი ადამიანები. ხან ვიღაცას პამიდორს გადაუგდებენ, ხან კართოფილს გადაუგდებენ. სულ 9 წელს ახსენებენ, იმ 9 წელმა ქვეყანა ააშენა, , სადაც საქმე კეთდება, იქ შეცდომებიც ხდება, დაუშვეს შეცდომებიც, მაგრამ რაღაც ხომ გააკეთეს და ამათმა რა გააკეთეს, ტყუილი დაპირებები, უსამართლობით ადამიანის დაჩაგვრა. ესენი რასაც აკეთებენ, ყველაფერი არის უღირსობა.ეს არც ხელისუფლებაა და არც მთავრობა.” – მალხაზ მაჩალიკაშვილი

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share