“ოცნებამ” ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი მოკლა, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი საუბრობს, რომელიც ამ წუთებში საპროტესტო აქციაზე იმყოფება. გიორგი გახარია პირდაპირ ამბობს, რომ დასავლეთი საქართველოში გამართულ არჩევნებს ლეგიტიმაციას არ მისცემს, ეს ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ იზოლაციას გამოიწვევს.
”თუ არ ექნება არჩევნების ლეგიტიმაცია, მაშინ ეს ნიშნავს იზოლაციას. სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ და ფაქტი უნდა ვთქვათ, რომ ევროკავშირის ლიდერები უკვე ამბობენ, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი უბრალოდ მოკლად „ოცნებამ“, აღარ არსებობს. ამ იზოლაციას მოყვება ეკონომიკური იზოლაცია და დავდგებით უსაფრთხოების რისკების წინაშე” – ამბობს გახარია.
შეგახსენებთ, რომ დედაქალაქში ამ წუთებში საპროტესტო მსვლელოვა მიმდინარეობს. აქცია ჯგუფმა “დაიტოვემ” დააორგანიზა. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ დღეიდან დედაქალაქის პარალიზებას იწყებენ.