აღარ გვინდა არც კობახიძე, არც ივანიშვილი – ოთარ ზურაბიშვილი

დღეს გამართულ საპროტესტო მსვლელობას შეუერთდა პრეზიდენტის ძმაც. ოთარ ზურაბიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ ხალხის არაფრად ჩააგდო, მათ არჩევანი მოპარა, მასიურად მოატყუა, ამიტომ ახლა რაც ხდება, ფაქტობრივად, გადატრიალებას უდრის.

”ეს არ არის ჩვეულებრივი გაყალბება. როგორც ვიცით, უკვე ყოფილა წარსულში. ეს არის მასიური ხალხის მოტყუება, ფაქტობრივად, არის გადატრიალება. ელექტორაული გზით სასამართლოშ როგორ იღებენ არგუმენტებს, ეს არის მიუღებელი. ეს არის ხალხის დაცინვა. აღარ გვინდა არც კობახიძე, არც ივანიშვილი” – ამბობს ოთარ ზურაბიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქში ამ წუტებშ საპროტესტო მსვლელოვა მიმდინარეობს. აქცია ჯგუფმა “დაიტოვემ” დააორგანიზა. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ დღეიდან დედაქალაქის პარალიზებას იწყებენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share