პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ოზურგეთი ამ წუთებში დატოვა. მან მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.
პრემიერმინისტრმა ადგილობრივ ხელისუფლებას ახალი გუბერნატორი გიორგი სახოკია დღეს წარუდგინა.
ერთადერთი კომენტარი ახლმა გუბერნატორმა რაც მედიასთან გააკეთა იყო, რომ ის სამსახურში ხიდისთავიდან ივლის.გახოკიას საუბარი გურიის მაჟორიტარმა ვასილ ჩიგოგიძემ არ აცალა.
კითხვაზე, იგეგმება თუ არა საკადრო ცვლილებები, გუბერნატორმა თქვა რომ უნდა გაეცნოს სიტუაციას, ასევე თქვა რომ რამდენიმე დღის წინ, ვერც წრმოიდგენდა რომ ამ თანამდებობაზე დანიშნავდნენ.ღიად დააფიქსირა ასევე ისსიც რომ, მისი დანიშვლა გომელაური-გახარიას დაპირისპირებას არ უკავსირდება.
ვასილ ჩიგოგიძე ღიად ადემოსტრირებდა დამოკიდებულებას, რომ არ სურდა გუბერნატორს სხვა რაიმე კომენტარი გაეკეთებინა მედიასთან. ჟურნალისტების არაერთგზის მცდელობის მიუხედავად, თვად ჩიგოგიძემ უკომენტაროდ დატოვა ტერიტორია.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ოზურგეთის მერიის შენობაში, დახურული შეხვედრა გაიმართა, პრემიერმა გახარიამ ახალი გუბერნატორი გიორგი სახოკია,ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს წარუდგინა.