”რაღაც ჩქარ-ჩქარა ფაციფუცობთ ცესკოდ წოდებულნო. ახლა, თქვენ თუ გგონიათ, რომ 21-ის ნაცვლად 16 ნოემბერს თუ გამოგვიცხადებთ შემაჯამაბელ ოქმს (ისტორიულ განაჩენს), მანამდე ვერ მოგისწრებთ ყველაფერს, რაც დაგეგმილი გვაქვს, ძაან მიგიქარავთ. ფეხს ვერ გამოადგამთ მაგ თქვენი მცირე ქაჯეთის ციხიდან! და ის პატივცემული გვამები ფეხს ვერ შეადგამენ დიდ ქაჯეთის ციხეში.
შემთხვევით, ვინმემ ხომ არ დაიჯერა, რომ კარვებს და “კიდო იმგენს” აღარ ვიმარაგებთ? ვიმარაგებთ, ვიმარაგებთ. და “კიდო იმგენი” ბევრად საინტერესო და მნიშვნელოვანია კარვებზე. ახლა რომ აქ არ მოგიყვებით, ხვდებით ალბათ. საჭირო დროს და საჭირო ადგილზე გაიგებთ, დაგველოდეთ”-
წერს Facebook-ზე კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი ნიკა გვარამია.