ღარიბაშვილმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გამართა – მთავრობა

მთავრობის ინფორმაციით, ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა.

სხდომაზე ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავებისა და განახლების, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლების საკითხი განიხილეს.

სხდომის მონაწილეებმა, ასევე, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში და კიბერუსაფრთხოების სფეროში რეფორმების მიმდინარეობაზეც იმსჯელეს.

სხდომაზე, ასევე, განხილულ იქნა რეგიონული უსაფრთხოების გარემო და შესაბამისი, მიმდინარე პროცესები.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share