მლიქვნელობით და ფარისევლობით გადაწერილი ისტორია და ახალი კულტის შექმნის მცდელობა. განათლების იმ მინისტრის ბრძანებით, რომლისთვისაც ბიძინა ივანიშვილი თანამედროვე ექვთიმე თაყაიშვილია, ოლიგარქი ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოებში ხვდება.
ბიზნესმენი, ქველმოქმედი და პოლიტიკოსი მეცენატი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის პროექტებს აფინანსებდა და ფინანსურად ეხმარებოდა სახელმწიფო ინსტიტუტებს – სწორედ ასეა მოხსენიებული სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილი, რომლის სახელს უკავშირდება საყდრისის აფეთქება, მისი არაფორმალური მმართველობის პერიოდში კი ყველა ინსტიტუცია ქვეყანაში ჩამოიშალა.
ოლიგარქის გაკულტების მცდელობა პრობლემის მხოლოდ ერთი ნაწილია. სახელმძღვანელოში, რომელიც აშკარად კრემლის კარნახით არის შედგენილი, ქვეყნის უახლესი ისტორიის უმძიმესი დღეები ოსეთ-საქართველოს კონფლიქტის სახელით არის შესული.
ტვ მთავარი