“ისინი არიან ორმოში და ორმოში  ჩავარდნილი ადამიანი უნდა ფიქრობდეს როგორ უნდა ამოვიდეს ორმოდან”

“ისინი არიან ორმოში და ორმოში  ჩავარდნილი ადამიანი თხრას არ უნდა აგრძელებდეს, უნდა ფიქრობდეს როგორ უნდა ამოვიდეს ორმოდან”,-ემოციური ინტერვიუ ნიკა მელიასთან  ​სატელეფონო ხაზზე საკანი 224-დან გადაცემა “მთავარი შაბათში” .

“ბანერის  დაცხრილვა  გავიგე  ყველაფერს  ვადევნებ თვალყურს.  ტელევიზორი მაქვს და ყველა საინფორმაციო გამოშვებას ვუყურებ, რომ გითრხა რომ გამიკვირდა,  ძალიან მოგატყუებ. გამარჯვებული კანდიდატი ვიყავი გლდანში და გაგანია კამპანია მიდიოდა ნუ ფორმალურად კამპანია იყო,  ჯერ მეორე ტური იყო რომელშიც აღარ ვერეოდით ოპოზიცია  და შტაბი დაწვეს საერთოდ  და მანამდე იარაღით შერბოდნენ საარჩევნო უბნებზე.

სიმართლე გითხრა  რომ ველოდებოდი დასრულდებოდა მოლაპარაკებები იმ შედეგით  ამ  ეტაპზე რა შედეგითაც  დამთავრდა,ვადევნებდი თვალყურს  და იკითხებოდა, რომ ეს ასე იქნებოდა. უბრალოდ  ნუ  “ქართული ოცნება” პოლიტიკაში წესი  N1 რაც არის, იმას უგულებელყოფს. ანუ,  როცა ორმოში ხარ და პოლიტიკაში  ხარ ამავე დროს, თხრა უნდა შეწყვიტო. “ქართულმა ოცნებამ” არ შეწყვიტა ამ ორმოს თხრა  და სულ  უფრო და უფრო  ჩადის ამ ორმოში, საიდანაც  არანორმალური ძალისხმევა დასჭირდება  რომ ამოვიდეს. არა მგონია რომ ეს ძალისხმევა მას ჰქონდეს ან პერსპექტივაში მოეპოვებოდეს.

პირველ  რიგში მინდა ვისარგებლო და დიდი მადლობა ყველას, ყველა პოლიტიკოსს, ყველა ოპოზიციურ პარტიას, მედიას პირველ რიგში, რა თქმა უნდა პარტიას, მედიას , თქვენ განსკუთრებით,  ტვ პირველს, ფორმულას, არ მინდა ვინმე გამომრჩეს, სამოქალაქო აქტივისტებს, ექსპერტებს, ჟურნალისტებს, თუნდაც იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც არ იშურებენ. ველოდებოდი, მაგრამ რა შედეგითაც დამთავრდა, ეს არ ნიშნავს, რომ ფარ-ხმალი  არ უნდა ჩამოვყაროთ, ეხლა იმ მდგომარეობაში ვართ, რომ ტრაგედია დიდ იმედად  და გამარჯვებად გადავაქციოთ, არა თუ მოლაპარაკებების ჩაშლად.

ბიძინა ივანიშვილი თამაშობს მარტივად, მას დარჩა ორი გამოსავალი-დროის გაყვანა  და დაღლა. დროის გაყვანაში გულისხმობს, იმას, რომ ხალხს უბრალოდ გადაავიწყდება პრობლემები, რომლებიც ფარავს ქვეყანაში. სულ რაღაც ათი დღის  წინ გაჟღერდა ქვეყანაში ჩანაწერები ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის. ჩანაწერით ხალხი აღშფოთდა, მაგრამ არაფერი, ერთმა პრობლემამ მეორე გადაფარა  და დაღლაზეც აქვს აქცენტი გაკეთებული ჩვენი საზოგადოების, ოპოზიციის  ძირითადად, და ამავე დროს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ის ფიქრობს, რომ უცხოელები  დაიღლებიან   ჩვენი შიდაპოლიტიკური კრიზისის  მოგვარების  საქმეში, ამავე დროს ოპოზიციას რაღაცა შეცდომებს  დააშვებინებს. ნუ რაღაცა იქნება, მაგრამ ძალიან ცდება, იმიტომ, რომ ეს არ არის შიდა პოლიტიკური კრიზისი, მხოლოდ  ეს გეოპოლიტიკური  კრიზისია.

ჩემი  პოლიტიკური ამოცანა, რომ შესრულდეს, ამიტომ ვარ აქ გამოკეტილი  და ვარ ტყვეობაში.

იცით რა, ოპოზიციას   პირველ რიგში, ვუყურე მე ამ დაანონსებას და პირველ რიგში დიდი მადლობა ყველა ოპოზიციურ  პარტიას, გული დამწყდა, რომ ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი ვერ დავინახე, არადა მნიშვნელოვანი თარიღი იყო. კარგი დასაწყისი არის, საწინდარი კარგი დაბოლოების და ვერ დავინახე სამწუხაროდ ბევრი ოპოზიციონერი პარტიის ლიდერი, პირველი პირი რუსთაველის გამზირზე, ეს ჩემთვის დასანანი არის. როგორ  გითხრათ, სხვა გამოსავალი უკეთესი გარდა იმისა, რომ საზოგადოებამ ხმა აიმაღლოს  და საერთაშორისო საზოგადოებასთან მოლაპარაკების პროცესში დაგვეხმაროს ჩვენ ოპოზიციას საწადელი მივიღოთ, მე ვფიქრობ,რომ მაისის  ამ კონკრეტულ დღეს  არ გვექნება, ამიტომ მე ვთხოვდი საზოგადოებას, ყველამ გავიაზროთ, რომ ეს არ არის ბრძოლა  არც ერთი რომელიმე პოლიტიკური პარტიის   და პოლიტიკური ლიდერის, ეს არის  ქვეყნის მომავლის  საკეთილდღეო. ჩვენი შვილების სასარგებლოდ ბრძოლა არის და არ დავიზაროთ  და რამდენიმე საათით  თბილისში უნდა ჩამოვიდეთ  და თბილისელები რუსთაველის გამზირზე უნდა გამოვიდეთ. ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან დიამეტრალურად განსხვავებული მიმართულებით  მიყავს სახელმწიფო ოლიგარქს.

ბოლომდე გულწრფელები და თავდადებულები უნდა ვიყოთ. მაისის  15  დაანონსდა ხომ თუ არ ვცდები?  მაისის  15 რიცხვში გამოვა ძალიან ბევრი  ხალხი, იმ შმთხვევაში თუ ვიქნებით  ერთი ძალიან თავდადებულები  და პირველ რიგში ოპოზიციური წარმომადგენლები და გულშემატკივრები.

გულწრფელები უნდა ვიყოთ. ახლა ვხედავ რომ ძალადობა, უსამართლობა, მავნებლობა, უპასუხისმგებლობა ყველაფერი საშინელება არის  ამ ოლიგარქის მიერ დადგენილი სტანდარტი  და მხოლოდ, საუბრით და მხოლოდ ეთერებში სიარულით  და დავარცხნილი მდგომარეობით  ასე ვთქვათ  არსებობას, გამარჯვებას  ამ ტირანის წინააღმდეგ ვერ მოგვიტანს რა, არადა ყველა მონაცემებით ძალიან მალე გავიმარჯვებთ…

ჩვენ ქვეყანაში ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები  და მერე კი ბატონო, რა თქმა უნდა ეს აქცია არ უნდა იყოს  აქცია  აქციასთვის, ეს უნდა იყოს იმდაგვარი აქცია, სადაც უკვე შედეგზე გავალთ.

რითიც  დავიწყე  საუბარი იმით  დავასრულებ: ახალა უნდა გაიაზრონ, რომ ისინი არიან ორმოში და ორმოში  ჩავარდნილი ადამიანი თხრას არ უნდა აგრძელებდეს, უნდა ფიქრობდეს როგორ უნდა ამოვიდეს ორმოდან.

ისტორიის  წინაშე  არ არსებობს ჯერ კიდევ ერთი პრეცენდენტიც კი, რომ საზოგადოებასთან  დაპირისპირებაში ხელისუფალს გაემარჯვოს  და გამონაკლისი ვერ იქნება ივანიშვილი და ვერც ის ადამიანები, ვისაც საკუთარი თავის არსებობისაც კი არ სჯერა.

ეს ყველაფერი დამოკდებული არის  ამ შემთხვევაში საზოგადოებაზე, ჩვენზე და  დიდწილად ოპოზიციური პარტიის ლიდერებზე. თავდადება, გულწრფელობა და მაქსიმალური  ძალისხმევა”.-ისაუბრა მელიამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share