საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 37,9%-ით გაიზარდა

ამასთან, 2022 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.2 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:

  • ჩინეთი – 220.0 მლნ აშშ დოლარი
  • აზერბაიჯანი – 125.4 მლნ აშშ დოლარი
  • რუსეთი – 109.8 მლნ აშშ დოლარი
საქსტატის ცნობით, 2022 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 65.1 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის:
  • თურქეთი – 463.2 მლნ აშშ დოლარი
  • რუსეთი – 273.5 მლნ აშშ დოლარი
  • ჩინეთი – 241.9 მლნ აშშ დოლარი

2022 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.4 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან:

  • თურქეთი – 562.4 მლნ აშშ დოლარი
  • ჩინეთი – 461.9 მლნ აშშ დოლარი
  • რუსეთი – 383.3 მლნ აშშ დოლარი

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის იანვარ-მარტშიც სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 271.1 მლნ აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 23.1 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 160.1 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 13.7 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები 94.9 მლნ აშშ დოლარით (8.1 პროცენტი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2022 წლის იანვარ-მარტში წარმოდგენილი იყო ნავთობი და ნავთობპროდუქტების სახით, რომლის იმპორტმა 244.5 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.1 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს სპილენძის მადნები და კონცენტრატები იკავებდა 222.5 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 8.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები 211.1 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 7.8 პროცენტი).

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share